“სპორტინგის” ლიდერს, ვიქტორ დიოკერეშს კლუბის დატოვება სურს, ამის შესახებ ინფორმაციას ფაბრიციო რომანო ავრცელებს.
წყაროს ცნობით, შვედი ფეხბურთელი “სპორტინგში” დაბრუნებას აღარ აპირებს, რადგან თავს მოტყუებულად გრძნობს. საქმე იმაში გახლავთ, რომ კლუბმა მასთან ჯენტლმენური შეთანხმება დაარღვია, რომ მის გაყიდვას 60 მილიონ ევროდ დათანხმდებოდნენ. ახლა კი “სპორტინგი” 27 წლის ფორვარდის სანაცვლოდ მინიმუმ 80 მილიონ ევროს ითხოვს.
თავად დიოკერეშს კარიერის გაგრძელება “არსენალში” სურს, მაგრამ ფორვარდის პოზიციაზე მიკელ არტეტას ნომერ პირველი სამიზნე ბენჟამინ შეშკოა (ლაიფციგი).
გასულ სეზონში შვედმა “სპორტინგის” მაისურით ყველა ტურნირზე 52 მატჩი გამართა, თავი კი 54 გოლითა და 8 საგოლე პასით გამოიჩინა.
38 წლის ჟირუ MLS-დან ლიგა 1-ში ბრუნდება – ცნობილია სად ითამაშებს ვეტერანი
კონტემ რასპადორის თაობაზე მოულოდნელი გადაწყვეტილება მიიღო
კასანომ “ნაპოლის” კვარაცხელიას შემცვლელი ურჩია
“სპორტინგის” მწვრთნელი: იანვარში ქოჩორაშვილში 15 მილიონს მოითხოვდნენ
ქოჩორა და რონალდო ერთად? – ამის ალბათობა მაღალია
ევროპის 19-წლამდელთა ჩემპიონატი: ნავსი აუცილებლად გატყდება!..
ოფიციალურად – ქოჩორაშვილმა პორტუგალიურ გრანდთან კონტრაქტი გააფორმა
უფრო მეტი ფეხბურთელი სჭირდება – ქოჩორაშვილის ახალი მწვრთნელი “სპორტინგის” ხელმძღვანელობას შეუთანხმდა
“სპორტინგის” სპორტულ დირექტორს ეს ვუთხარი” – ქოჩორაშვილის ლისაბონურ გუნდში ტრანსფერის ამბები
“სპორტინგმა” “ლევანტეს” ქოჩორაშვილის სანაცვლოდ შეთავაზება გაუკეთა
