აგენტის ხვედრი არის უმძიმესი, პატრონებმა გადაწყვიტეს, ეს ადამიანები არ შეეყვანათ პარლამენტში და შეეყვანათ ციხეში, აგენტის მძიმე ხვედრი ძალიან კარგად გამოჩნდა გახარიას, ზურაბიშვილის, ხაზარაძის, გვარამიას და სხვა უცხოელი აგენტების ფონზე

აგენტის ხვედრი არის უმძიმესი, პატრონებმა გადაწყვიტეს, ეს ადამიანები არ შეეყვანათ პარლამენტში და შეეყვანათ ციხეში, აგენტის მძიმე ხვედრი ძალიან კარგად გამოჩნდა გახარიას, ზურაბიშვილის, ხაზარაძის, გვარამიას და სხვა უცხოელი აგენტების ფონზე
აგენტის ხვედრი არის უმძიმესი, რაც ძალიან კარგად გამოჩნდა, გახარია, ზურაბიშვილი, ხაზარაძისა და სხვა უცხოელი აგენტების ფონზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, პატრონები ძალიან ცუდად ექცევიან საკუთარ აგენტებს, მათ გადაწყვიტეს, ეს ადამიანები არ შეეყვანათ პარლამენტში და შეეყვანათ ციხეში.
„ეს არის პატრონების დავალება, პატრონებმა გადაწყვიტეს, ეს ადამიანები არ შეეყვანათ პარლამენტში და შეეყვანათ ციხეში, ეს იყო თავიდან ბოლომდე მათი პატრონების გადაწყვეტილება, ისინი ძალიან ცუდად ექცევიან საკუთარ აგენტებს, ხედავთ, რა მდგომარეობამდე მიიყვანეს საკუთარი აგენტები. გუშინ სრული კატასტროფა, გახარია გაქცეულია, სხვა აგენტები არიან საპატიმროში, ასე ექცევა „დიფ სთეითი“ საკუთარ აგენტებს.
მინდა მივმართო განსაკუთრებით ახალგაზრდებს, რომლებსაც სამომავლოდ შეიძლება, ჰქონდეთ პოლიტიკურ პროცესში ჩართვის ამბიცია, ზოგადად აქტიურ საზოგადოებრივ პროცესებში ჩართვის ამბიცია, მე მინდა მათ ვთხოვო, რომ მაქსიმალური გულისყურით მოეკიდონ ამ საკითხს. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, ადამიანი, ჩვენი თანამოქალაქე გახდეს უცხოური ძალის აგენტი, რადგან აგენტის ხვედრი არის უმძიმესი. თავიდან შეიძლება, ვიღაცისთვის იყოს რაღაცნაირად მიმზიდველი ეს საქმიანობა, თუმცა საბოლოო ჯამში, აგენტის ხვედრი არის უმძიმესი, რაც ძალიან კარგად გამოჩნდა, გახარია, ზურაბიშვილი, ხაზარაძის და სხვა უცხოელი აგენტების ფონზე, გვარამია და ა.შ. აღარ გავაგრძელებ ამ სიას“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
Previous: გამოხვიდე და ანტისახელმწიფოებრივად, შენი ქვეყნის წინაშე [ევროპარლამენტის] კედლებში აკეთო ის, რასაც „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები აკეთებდნენ, ეს იქნებოდა ცალკეული რეზოლუციები, დეკლარაციების, პოლიტიკური სახის დოკუმენტების მიღება, თუ განცხადებების კეთება, ეს ყოვლად მიუღებელი იყო

ასევე დაგაინტერესებთ

პარლამენტის გადაწყვეტილება დემოკრატიის შეზღუდვა კი არა, მისი დაცვის ნაბიჯია. ეს კანონი გარანტიაა, რომ პოლიტიკაში დარჩებიან მხოლოდ ისინი, ვინც სახელმწიფოს ემსახურება და არა უცხო ინტერესებს

ისინი პირდაპირ გვეუბნებიან, რომ საქართველოს სახელმწიფო არის მეორე, მესამე რიგის სახელმწიფო, რომელსაც არ აქვს უფლება ჰქონდეს ისეთი კანონმდებლობა, როგორიც განვითარებულ სახელმწიფოებს აქვთ

როდესაც ამდენი წლის შემდეგ ისევ საარჩევნო თემით მოდის და ისევ გაყალბებაზე ლაპარაკობს, მინიმუმ, ძალიან უხერხულია და უფრო მეტად უტიფრობასთან გვაქვს აქ საქმე” – რატი იონათამიშვილი EPDE-ის ანგარიშზე