“ჩემი საახალწლო სურვილი ახდა და საქართველო 2024 წელს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსით ხვდება” – პაველ ჰერჩინსკი

“შობა-ახალი წელი ის დროა, როდესაც ბავშვობიდან მოყოლებული, სურვილს ვიფიქრებთ ხოლმე და მის ასრულებას ველოდებით. ჩემი საახალწლო სურვილი ახდა და საქართველო 2024 წელს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსით ხვდება,”- ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა. დიპლომატის მისალოც ვიდეორგოლს სოციალურ ქსელში საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს.
“ევროკავშირის ელჩად ყოფნის დროს, არ შემხვედრია საქართველოს არცერთი მოქალაქე, ვისაც იგივე სურვილი არ ექნებოდა, ამიტომ, მოდით, შობა-ახალი წელი საქართველოს ამ ისტორიული მიღწევით აღვნიშნოთ. ბედნიერ შობა-ახალ წელს გისურვებთ!,” – აღნიშნავს პაველ ჰერჩინსკი.

ასევე დაგაინტერესებთ

დიმიტრი სამხარაძე: მაშინ, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ მშვიდობიანი გზით ხელისუფლების დათმობას არ აპირებდა, სწორედ ერისკაცმა შეძლო იმ ცვლილების განხორციელება, რომელიც 2012 წლის 1 ოქტომბერს გამარჯვებით დასრულდა. დღეს ბევრს სურს ამ ისტორიული გამარჯვების საკუთარ თავზე მიწერა, თუმცა ამ პროცესის მთავარი მამოძრავებელი ძალა ბიძინა ივანიშვილი იყო

გურამ მაჭარაშვილი EPP-ის რეზოლუციაზე: როდესაც ევრობიუროკრატები ასე საუბრობენ საქართველოზე, რომელიც, მათივე ინსტიტუტების კვლევების მიხედვით, ევროკავშირში გაწევრიანებისთვის ყველა პირობას აკმაყოფილებს, ეს იმაზე მეტყველებს, რომ ისინი თავად არიან დიქტატორები