რეზერვისტებმა საველე საწვრთნელ ბაზა „პალდოზე“ სამხედრო ფიცი დადეს

რეზერვისტებმა საველე საწვრთნელ ბაზა „პალდოზე“ სამხედრო ფიცი დადეს
საქართველოს ეროვნული გვარდიის საველე საწვრთნელ ბაზა „პალდოზე“, თავდაცვის ბრიგადის მე-20 ტერიტორიული ბრიგადის რეზერვისტების ფიცის დადების ცერემონია გაიმართა.
ტერიტორიულ სარეზერვო სამსახურს ქვეყნის ასამდე მოქალაქე შეუერთდა, რომლებმაც სამხედრო ფიცის მიღებამდე მომზადების კურსი გაიარეს. საბრძოლო და საცეცხლე მომზადება საკვალიფიკაციო სროლებსა და ფიზიკური მზადყოფნის შემოწმებას ითვალისწინებდა.
ტერიტორიული თავდაცვის მე-20 ბრიგადის მეთაურმა, ვიცე-პოლკოვნიკმა ნიკოლოზ ვაშაყმაძემ რეზერვისტებს სიტყვით მიმართა, ფიცის მიღება მიულოცა და მათი ოჯახის წევრებს მადლობა გადაუხადა.
ღონისძიებაზე მაღალი დისციპლინისა და საუკეთესო შედეგების მქონე რეზერვისტებს მადლობის სიგელები გადაეცათ.
ეროვნული გვარდიის სხვადასხვა ქვედანაყოფში რეზერვისტები ტერიტორიული პრინციპით, 4 წლის განმავლობაში იმსახურებენ. ისინი წლის განმავლობაში 45-დღიან საბრძოლო მომზადებას გაივლიან. გეგმიურ შეკრებებზე რეზერვისტები მიიღებენ თეორიულ ცოდნას და განავითარებენ კრიზისებზე რეაგირების უნარებს.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ვოლსკი მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე: გვიკიჟინებენ, რომ საჭიროა უფრო აქტიური პოზიციით გამოსვლა, თუმცა, საქმის ცოდნით, რეალური ანალიზის საფუძველზე გადავწყვიტეთ, რომ ხისტი განცხადებები, მოქმედება არის ის, რაც ქვეყანას დააზიანებს

ნანა კაკაბაძე: ნორმალურ მოქალაქეებში ჩვენ ვგულისხმობთ ხელისუფლების მომხრეებსაც, მის ოპონენტებსაც და ნეიტრალურ ადამიანებსაც, მაგრამ აკაცუკებად ჩამოყალიბებულ მოქალაქეთა განსაკუთრებულ კასტას…

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო 9.3% – ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში