აგენტურისათვის ამ ტრაგიკული პროცესების შემდეგ, ჟანრის კანონის მიხედვით თვითგანადგურების პროცესი უნდა დაასრულონ. ამიტომ ნუ გაგიკვირდებათ, თუ გვარამიამ ან რომელიმე მისმა მსგავსმა წვრილფეხა აგენტმა თავი ყულფში გაჰყოს და ხეზე ჩამოიკიდოს
ადგილობრივი ოპოზიციის უმძიმეს მდგომარეობაზე აქამდეც ბევრი ითქვა და დაიწერა, მაგრამ კიდევ ერთხელ მინდა მივუბრუნდე ამ თემას. ცხადია, უსამშობლო რადიკალები დღეს რომ ასეთ სასოწარკვეთილ და უიმედო მდგომარეობაში არიან, მხოლოდ მათი მოღალატეობრივი და ანტიქართული ნაბიჯების ბრალია. ოპოზიციის დეგრადაცია მაშინ დაიწყო, როდესაც მათ პოლიტიკური თვითმკვლელობა ჩაიდინეს. დიახ, პოლიტიკური თვითმკვლელობაა, როდესაც შენ უარს ამბობ შენი ქვეყნისა და თუნდაც საპროტესტო ელექტორატის სამსახურზე და უცხო ქვეყნის აგენტად ფორმდები – წერს „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში.
როგორც ქადაგიძე აღნიშნავს, აგენტურისათვის ამ ტრაგიკული პროცესების შემდეგ, ჟანრის კანონის მიხედვით, მათ უახლოეს პერიოდში თვითგანადგურების პროცესი უნდა დაასრულონ. ოპოზიცია სასოწარკვეთის იმ რეგისტრშია ახლა შესული, რომელიც სუიციდალური პროცესებით მთავრდება.
„ადგილობრივი ოპოზიციის უმძიმეს მდგომარეობაზე აქამდეც ბევრი ითქვა და დაიწერა, მაგრამ კიდევ ერთხელ მინდა მივუბრუნდე ამ თემას. ცხადია, უსამშობლო რადიკალები დღეს რომ ასეთ სასოწარკვეთილ და უიმედო მდგომარეობაში არიან, მხოლოდ მათი მოღალატეობრივი და ანტიქართული ნაბიჯების ბრალია. ოპოზიციის დეგრადაცია მაშინ დაიწყო, როდესაც მათ პოლიტიკური თვითმკვლელობა ჩაიდინეს. დიახ, პოლიტიკური თვითმკვლელობაა, როდესაც შენ უარს ამბობ შენი ქვეყნისა და თუნდაც საპროტესტო ელექტორატის სამსახურზე და უცხო ქვეყნის აგენტად ფორმდები. საზოგადოებამ, მათ შორის ხელისუფლებისადმი მცირე, მაგრამ კრიტიკულად განწყობილმა მასამ კარგად დაინახა, რომ გვარამია, მელია, ხაზარაძე, გახარია და სხვა რადიკალები პირდაპირ უცხოეთიდან იღებენ დავალებებს, რაც თანაბრად მიუღებელია ნებისმიერი შეხედულების მქონე ადამიანისთვის. სწორედ ამიტომ – 10 დღიანი სამზადისი, ფულის ხარჯვა და პროპაგანდა დასრულდა იმ შედეგით, რა შედეგითაც დასრულდა – აქციაზე მხოლოდ 1500 ადამიანი მივიდა.
პოლიტიკური თვითმკვლელობის შემდეგ დაწყებულმა დეგრადაციის პროცესმა და გამოსავლის ძიებამ ოპოზიცია ციხეში შეიყვანა. დიახ, სიტყვა „თვითდაპატიმრება“ ყველაზე კარგად გამოხატავს უსამშობლო რადიკალების ქმედებებს. მათ ძალიან კარგად იცოდნენ, რომ საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობა კანონდარღვევა იყო, მაგრამ ამ ნაბიჯზე შეგნებულად წავიდნენ. მათთვის ციხე ერთგვარ შვებად, გამოსავლადაც კი მოსჩანდა ჰორიზონტზე. ფიქრობდნენ, რომ დაპატიმრების შემთხვევაში განსაკუთრებულად მძლავრი იქნებოდა გარე პატრონების მხარდაჭერა, რაც აგენტურას ახალ ენერგიას, ახალ ძალას მისცემდა. თუმცა არასოდეს უნდა დაგვავიწყდეს, რომ აგენტის ხვედრი ძალიან მძიმე და სავალალოა – მიაგდეს და მიატოვეს პატრონებმა ციხეში მათი წვრილფეხა მონები, ხოლო სურვილი, რომ ამ დაპატიმრებებს ახალი ენერგია მიეცა ოპოზიციისთვის, სურვილად დარჩა.
აგენტურისათვის ამ ტრაგიკული პროცესების შემდეგ, ჟანრის კანონის მიხედვით, მათ უახლოეს პერიოდში თვითგანადგურების პროცესი უნდა დაასრულონ. ამიტომ ნუ გაგიკვირდებათ, თუ გვარამიამ ან რომელიმე მისმა მსგავსმა წვრილფეხა აგენტმა თავი ყულფში გაჰყოს და ხეზე ჩამოიკიდოს, ამ სიტყვების არა მხოლოდ გადატანითი, არამედ პირდაპირი გაგებითაც. ოპოზიცია სასოწარკვეთის იმ რეგისტრშია ახლა შესული, რომელიც სუიციდალური პროცესებით მთავრდება..“ – წერს ქადაგიძე.
Previous: ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერმა, ზაზა დიასამიძემ, მერის მოადგილეებთან და მუნიციპალიტეტის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრა გამართა
