სერგეი ლავროვი სერბეთში მიმდინარე საპროტესტო აქციებზე – ვიმედოვნებთ, დასავლეთის ქვეყნები, ამჯერად, ფერად რევოლუციებში არ ჩაერთვებიან

რუსეთი მოელის, რომ სერბეთში საპროტესტო აქციების ფონზე შექმნილი სიტუაცია ქვეყნის კონსტიტუციისა და კანონების საფუძველზე მოგვარდება, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.
„ვიმედოვნებთ, რომ დასავლეთის ქვეყნები, რომლებიც, როგორც წესი, ყოველთვის ცდილობენ ისარგებლონ სხვადასხვა ქვეყანაში არსებული გარკვეული შიდა მოვლენებით, რათა წინ წაწიონ საკუთარი ინტერესები შესაბამისი ქვეყნის სხვა პარტნიორების ინტერესების საზიანოდ, ვიმედოვნებთ, რომ, ამჯერად, ისინი ფერად რევოლუციებში არ ჩაერთვებიან“, – აღნიშნა ლავროვმა.
შეგახსენებთ, სერბეთში ვადამდელი არჩევნების მოთხოვნით საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.

ასევე დაგაინტერესებთ

“მთელი ჩემი ინსტაგრამი, ყველა ჩემი ნაცნობი ან ქვეყანას ტოვებს, ან შოკშია, ან უბრალოდ არ ლაპარაკობს ამაზე. მე არ ვიცი, სად არიან ეს ადამიანები, ვისაც უყვარხართ, როგორც პრეზიდენტი და პატივს გცემენ”

ზურაბ ცეცხლაძე – „ოცნება“ თადარიგს იჭერს, რომ გამოყაროს კუნთმაგარი ბიჭები, ციხით ვერ შეაშინეს და ცემით უნდათ შეაშინონ ხალხი, არ ვაპირებ MMA-ის მებრძოლთან მუშტით ჩხუბს – ქართველიშვილს ვეუბნები: ნახონ, რა დაემართა „მხედრიონს“

ლევან ლორთქიფანიძე – ქმნიან პროფესია „პატრიოტს“, ცეცხლს ნუ ეთამაშებით! – ქართულ ტრადიციაზე ლაპარაკობენ და ქართული ტრადიცია არასდროს ყოფილა ჩაგვრა, რომ ძლიერმა სუსტი გასრისოს, ეს არის ქვის ხანა