პაპუაშვილს – ევროკავშირი კი არა, თქვენი ანტიქართული ქმედებებია ამ პროტესტების ორგანიზატორი!

ევროკავშირი კი არა, თქვენი ანტიქართული ქმედებებია ამ პროტესტების ორგანიზატორი! როცა რეჟიმი იწყებს ღია ბრძოლას ევროკავშირის წინააღმდეგ ცხადია, უკან რუსი დირიჟორი დგას, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.
მისი თქმით, „გუშინ ქართველმა ხალხმა მშვიდად, ღირსეულად და ღიად უთხრა „არა“ დიქტატურას.“
„ევროკავშირი კი არა, თქვენი ანტიქართული ქმედებებია ამ პროტესტების ორგანიზატორი! როცა რეჟიმი იწყებს ღია ბრძოლას ევროკავშირის წინააღმდეგ ცხადია, უკან რუსი დირიჟორი დგას.
გუშინ ქართველმა ხალხმა მშვიდად, ღირსეულად და ღიად უთხრა „არა“ დიქტატურას. დღეს კი იმავე ხალხს ეძახით „ექსტრემისტებს“, „ევროკავშირის მიერ დაფინანსებულებს“. ეს ზუსტად რუსული პროპაგანდის ლექსიკაა – „დასავლელი აგენტები“, „ფინანსდებიან გარედან“, „ქვეყნის მტრები“.
ეს ბრძოლა 200 დღეზე მეტია გრძელდება! თქვენ კი იჭერთ და არბევთ ახალგაზრდებს; აბსურდული ბრალდებებით ატყვევებთ ლიდერებს; ბლოკავთ ევროკავშირის კარს; ჟურნალისტებზე ძალადობთ; იღებთ რეპრესიულ კანონებს.
და ამის შემდეგ თქვენ გვადანაშაულებთ ექსტრემიზმში? თქვენ ლაპარაკობთ მშვიდობაზე?
დაფიქრდით მართლა რას დაგამსგავსათ ივანიშვილმა!“, – განაცხადა მანჯგალაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

მედია: კოსმოსი, ივანიშვილი და უცხოპლანეტელები – რას ასწავლიან მილიარდერის უნივერსიტეტში – ქალი სტალინის ხატით ხელში საზოგადოებამ ცხრა წლის წინ,  გადაცემა “პროფილიდან” გაიცნო (ვიდეო)

ანდრეი სიბიგა: გააწანით რუსეთს სილა მართლაც მკაცრი სანქციებით და პუტინს სხვა არჩევანი არ ექნება, გარდა იმისა, რომ შეაჩეროს ომი – რუსეთი ვერ მოიქნევს მსოფლიოს, როგორც კუდი ვერ მოიქნევს ძაღლს

ლაშა ფარულავა: ყველასთან ვითანამშრომლებთ, გარდა ივანიშვილისა, ერთიანობა მნიშვნელოვანია, რომ ბრძოლა ფინიშზე გავიდეს – კონკრეტულ პარტიებთან გვაქვს თანხმობა კონკრეტულ სამოქმედო გეგმაზე