BBC- ომის დაწყებიდან დღემდე ღაზას სექტორში სულ მცირე 21 500 ადამიანი დაიღუპა, რაც სექტორის მოსახლეობის 1%-ს შეადგენს

ისრაელსა და „ჰამასს“ შორის საომარი მოქმედებები გრძელდება. პალესტინის ოფიციალური უწყებების ინფორმაციით, გასული 24 საათის განმავლობაში ღაზას სექტორის ქალაქ ხან-იუნისზე ს თავდასხმებს სულ მცირე 200 ადამიანი ემსხვერპლა.
ს თავდაცვის მინისტრ იოავ გალანტის განცხადებით, ისრაელის ჯარები ქალაქში ეტაპობრივად წინ მიიწევენ და „ჰამასის“ გამაგრებებს იკავებენ.
მისი თქმით, ისრაელის თავდაცვის ძალებმა დაჯგუფების გვირაბი ააფეთქეს.
BBC-ის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე ღაზას სექტორში სულ მცირე 21 500 ადამიანი დაიღუპა, რაც სექტორის მოსახლეობის 1%-ს შეადგენს.