პოლონეთმა სლოვაკეთის საზღვარზე კონტროლი 2024 წლის თებერვლამდე გაახანგრძლივა

პოლონეთმა სლოვაკეთის საზღვარზე კონტროლი 2024 წლის თებერვლამდე გაახანგრძლივა, – ამის შესახებ ინფორმაციას პოლონეთის სასაზღვრო დაცვის პრესსპიკერი, ანა მიჩალსკა ავრცელებს.
„საზღვრის კონტროლის მიზანი ბალკანეთის მარშრუტიდან არალეგალური მიგრაციის პრევენციაა. მოგზაურებს სამგზავრო დოკუმენტები, პირადობის მოწმობა ან პასპორტი, უნდა ჰქონდეთ“, – განაცხადა მიჩალსკამ.
საერთო ჯამში, 2023 წელს პოლონელმა მესაზღვრეებმა სლოვაკეთის საზღვარზე 2078 ადამიანი დააკავეს.
„ეს ადამიანები პოლონეთის გავლით გერმანიაში არალეგალურად მოხვედრას ცდილობდნენ“, – აღნიშნა მიჩალსკამ.
შეგახსენებთ, პოლონეთმა სლოვაკეთის საზღვარზე კონტროლი მიმდინარე წლის 4 ოქტომბერს დააწესა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი გახარია – „ქართულმა ოცნებამ” ჩვენი აკრძალვის თაობაზე განცხადება შეიტანა, დღემდე ეს „სარჩელი” არც საჯაროა და არც ჩვენთვის ხელმისაწვდომი – „საინტერესო” იქნება, რა შეთითხნილ ბრალდებებს მოიგონებს ამჯერად ივანიშვილის რეჟიმი

ირაკლი კობახიძე – ალენ ბერსესთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ საქართველოსა და ევროპის საბჭოს ურთიერთობებზე, ასევე სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებზე, რომელიც ურთიერთპატივისცემასა და კონსტრუქციულ დიალოგს ეფუძნება