[VIDEO] “კვარას” პსჟ-მ “ინტერ მაიამი” გაანადგურა და მეოთხედფინალში გავიდა

მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის მერვედფინალში პსჟ-მ „ინტერ მაიამი“ 4:0 დაამარცხა.
მოლოდინისაბრებ უპირატესობას თავიდანვე პარიზული გუნდი დაეუფლა, კვარაცხელიამ დრიბლინგის შემდეგ პასი ბარკოლას გაუკეთა, რომელსაც გატანა მეკარე უსტარიმ არ დაანება, თუმცა მალე პსჟ ნევეშმა თავურით დააწინაურა. „პარი სენ ჟერმენი“ განუწყვეტლივ უტევდა და მომენტებს ქმნიდა: ფაბიანის გოლი თამაშგარეს გამო არ ჩაითვალა, ხვიჩას დარტყმული ბურთი ოდნავ ასცდა მიზანს, ცოტა ხანში ქართველი მეურვეს გაექცა და უსტარიმ არ გაატანინა, 38-ე წუთზე კი ნევეშმა დუბლი შეასრულა. მერე დუეს ჩაწოდებულ ბურთს ავილესმა საკუთარ კარში მიუჩინა ადგილი, ბოლოს ჰაკიმიმაც გაიტანა და პირველი ტაიმი 4:0 დასრულდა.
მეორე ტაიმში „ინტერ მაიამი“ შედარებით გააქტიურდა, მესის კარგი გადაცემა სუარესმა ვერ გამოიყენა. ტემპი დაეცა, რაც ანგარიშიდან გამომდინარე გასაკვირი არ იყო. „კვარა“ ხშირად იხსნებოდა მარცხენა ფლანგზე, მაგრამ პარტნიორები ხან ვერ ამჩნევდნენ და ხან პასს უგვიანებდნენ. დარჩენილ დროში გარდა ტრავმამორჩენილი დემბელეს მოედანზე შესვლისას არაფერი მოხდა და პარიზულმა გუნდმა დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.
პსჟ მეოთხედფინალში „ფლამენგოსა“ და „ბაიერნს“ შორის გამარჯვებულს შეხვდება.
პსჟ – ინტერ მაიამი 4:0
გოლები: 1:0 ნევეში (6), 2:0 ნევეში (39), 3:0 ავილესი (45, საკ. კარში), 4:0 ჰაკიმი (45+3)
· მეგრელი რა კარგი ვარჯიში გამოუვიდათ ბიჭებს, მომეწონა
· ირაკლი ერთი-ასად დაფასება ჩემგან ზიდანს… ცალკე განზომილებაა მესი, მაგრამ არ უხარია გულს უსუსური ალბა, სუატესი, ბუსკეცი. კვარას მსოფლიო ჩემპიონობას ველი 🙂
· ქართველები ამპარტავნების გარეშე ჯერ არ დაუწყიათ ძაან “პატრიოტებს” უი კვარამ მესი ჩამოსვა ტახტიდანო? ინტერ მაიამი უსუსტესია ევროპულ გრანდებთან. მესის და კვარას გაუმარჯოს
· ჟორა ბაიერნი/პსჟ ალბათ ფინალსაც დაამშვენებდა. კოჭებში ეტყობა პსჟ-ეს საჩემპიონო გუნდია. მოიგი თამაში პირველ ნახევარში და მეორეში გაერთო.
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა “ინტერ მაიამისთან” მატჩში?
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა “ინტერ მაიამისთან” მატჩში?