ზელენსკიმ F-16-ის დაღუპულ პილოტს უკრაინის გმირის წოდება მიანიჭა

პრეზიდენტმა მ უკრაინის გმირის წოდება მიანიჭა პილოტ მაქსიმ უსტიმენკოს, რომელიც 29 ივნისს დაიღუპა რუსული მასშტაბური თავდასხმის მოგერიებისას, ნათქვამია შესაბამის ბრძანებულებაში.
„უკრაინის სახელმწიფო სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვაში გამოჩენილი პირადი გამბედაობისა და გმირობისთვის, უკრაინელი ხალხისადმი თავდაუზოგავი სამსახურისთვის, ვბრძანებ: პოლკოვნიკ მაქსიმ იურის ძე უსტიმენკოს მიენიჭოს უკრაინის გმირის წოდება და “ოქროს ვარსკვლავის” ორდენი (სიკვდილის შემდეგ)“, – ნათქვამია ბრძანებულებაში.

ვიდეომიმართვაში პრეზიდენტმა დაადასტურა, რომ ხელი მოაწერა მაქსიმ უსტიმენკოსთვის უკრაინის გმირის წოდების მინიჭების ბრძანებულებას. პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, „ის ჩვენი ერთ-ერთი საუკეთესო პილოტი იყო“.

„დღეს ის დაიღუპა ჩვენი ცის, ჩვენი ხალხის კიდევ ერთი მასშტაბური რუსული თავდასხმისგან დასაცავად – მხოლოდ გუშინ ღამით 500-ზე მეტი გამანადგურებელი დრონითა და რაკეტით განხორციელდა იერიშები. მათი უმეტესობა ჩამოაგდეს“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა. მან ასევე განმარტა, რომ უსტიმენკო საჰაერო ძალებთან ერთად იბრძოდა ჯერ კიდევ “ანტიტერორისტულ ოპერაციის დროს” (АТО). სამხედრო მოსამსახურემ ოთხი ტიპის თვითმფრინავი აითვისა და „მას უკრაინისთვის მართლაც მნიშვნელოვანი შედეგები აქვს მოტანილი“.

F-16-ის პილოტი მაქსიმ უსტიმენკო ს მორიგი, ღამის თავდასხმის დროს დაიღუპა. ოფიციალური ინფორმაციით, მან შვიდი სამიზნის ჩამოგდება მოახერხა, შემდეგ კი მისი თვითმფრინავი დაზიანდა.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – მგონი, ბატონმა ფიშერმა უარი თქვა ელჩობაზე და იქცა რადიკალური ოპოზიციის ყველაზე რადიკალური ფრთის მხარდამჭერად – გერმანელი ხალხი ნამდვილად არ არის ამ ღირებულების მატარებელი, რასაც ფიშერი ქართველ ხალხს აჩვენებს

კახა კალაძე ოპოზიციონერ პოლიტიკოსებზე – ძალიან კარგად იციან, რომ თუ არ მიდიხარ საგამოძიებო კომისიაზე, ამას მოჰყვება შესამაბისი რეაგირება – იციან, რომ სასჯელი დიდი არ არის, ამით უნდათ პოლიტიკური ბენეფიტების მიღება

ცირა ელისაშვილი: არჩევნებში თუ შედიხართ გაბედეთ ამის თქმა, დროულად. საზოგადოება თავად შეაფასებს თქვენი პოზიციის მართებულობას, მთავარია რომ თქვათ სიმართლე, როცა თქვენი კოლეგის სიცოცხლე ბეწვის ხიდზე გადის!