“თურქეთსა და ამერიკას შორის უთანხმოებები F-35-ების საკითხზე, შეიძლება წლის ბოლომდე გადაწყდეს” – ამერიკის ელჩი თურქეთში, ტომ ბარაკი

“თურქეთსა და ამერიკას შორის უთანხმოებები F-35-ების საკითხზე, შეიძლება წლის ბოლომდე გადაწყდეს.” – ამერიკის ელჩი თურქეთში, ტომ ბარაკი.
-ის ელჩმა თურქეთში, დღეს, 29 ივნისს, განაცხადა, რომ აშშ -ს სანქციები თურქეთის თავდაცვის სექტორთან დაკავშირებით, რომელიც ს საჰაერო თავდაცვის სისტემის შეძენის გამო, სავარაუდოდ, წლის ბოლოს უნდა მოხდეს.
ანადოლუს სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოსთან საუბრისას, ტომ ბარაკმა თქვა, რომ აშშ-ს პრეზიდენტი და მისი თურქი კოლეგა, რეჯეპ ტაიპ ერდოღანი, ავალდებულებენ თავიანთ დიპლომატებს “გაერკვნენ გზა და დასრულდეს ეს … ჩემი რწმენაა, რომ წლის ბოლოსთვის, გამოიძებნოს გამოსავალი. ამის ყველა შესაძლებლობაა”.
თურქეთი იყო პარტნიორი F-35 კონსორციუმში, რომელიც ქმნიდა დაახლოებით 900 ნაწილს მეხუთე თაობის Stealth თვითმფრინავისთვის. ანკარა დაგეგმილი ჰქონდა 100 Lockheed Martin F-35A Lightning II თვითმფრინავის შეძენა და, სავარაუდოდ, მან ამისთვის 1,4 მილიარდი აშშ დოლარის წინასწარ გადაიხადა., თუმცა, თურქეთი, 2019 წელს განდევნეს პროგრამიდან, რადგან მან რუსული S-400 საჰაერო თავდაცვის სისტემა შეიძინა, მიუხედავად ვაშინგტონიდან სასტიკი წინააღმდეგობისა. გარდა ამისა, ანკარას თავდაცვის ინდუსტრია დასანქცირდა ამერიკის მოწინააღმდეგეებისთვის დაწესებული სანქციების შესახებ კანონის მეშვეობით (Caatsa).
თურქეთმა რუსეთთან S-400-ების შესყიდვაზე $2.5-მილიარდიანი შეთანხმება 2017 წელს დადო მიუხედავად აშშ-ს გაფრთხილებისა, რომ ამ ნაბიჯს პოლიტიკური და ეკონომიკური შედეგები მოჰყვებოდა. თურქეთის დასარწმუნებლად აშშ-მ ანკარას Patriot-ის სისტემების მიყიდვა შესთავაზა, თუმცა თურქეთი Patriot-ებთან ერთად სისტემების სენსიტიური სარაკეტო ტექნოლოგიის მიღებასაც ითხოვდა, რაზეც აშშ-მ უარი თქვა.
თურქეთი F-35-ების პროგრამიდან რუსული S-400-ების შესყიდვის შემდეგ გააგდეს, რადგან არსებობდა შიშები, რომ რუსული სისტემების აშშ-ს მაღალტექნოლოგიურ საბრძოლო თვითმფრინავებთან სიახლოვეს ყოფნა შპიონაჟის მხრივ პრობლემებს შექმნიდა.
“F-35 ვერ იარსებებს რუსულ სადაზვერვო ინფორმაციის მომპოვებელ პლატფორმასთან ერთად, რაც გამოყენებული იქნება, რათა მისი მაღალტექნოლოგიური შესაძლებლობები შესწავლილი იყოს”. – განაცხადა თეთრმა სახლმა 2019 წელს და დაამატა, რომ S-400-ების შესყიდვას “დამაზიანებელი შედეგები” ექნებოდა NATO-ში თურქეთის მხრიდან მონაწილეობის მიღებაზე.