უკრაინა: რუსების გაშვებული 10 დრონიდან 5 გავანადგურეთ

30 დეკემბრის ღამეს რუსებმა ს შაჰედის ტიპის 10 დრონით შეუტიეს, რომელთაგან 5 უკრაინამ გაანადგურა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის გენშტაბი ავრცელებს.
ამავე ინფორმაციით, 24 საათის განმავლობაში 56 სამხედრო შეტაკება მოხდა.
მთლიანობაში, ოკუპანტებმა უკრაინის ჯარების პოზიციებსა და დასახლებულ პუნქტებზე 150 სარაკეტო და 74 საჰაერო და ასევე დამატებით 84 იერიში მიიტანეს მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან.
“ღამით რუსმა ოკუპანტებმა კიდევ ერთხელ შეუტიეს უკრაინას შაჰედ-136/131 ტიპის 10 უპილოტო საფრენი აპარატის გამოყენებით. უკრაინის საჰაერო თავდაცვამ 5 დრონი გაანადგურა”. – აღნიშნავს გენშტაბი.
ამასთან, რუსებმა საჰაერო იერიშები 14 დასახლებაზე მიიტანეს.

ასევე დაგაინტერესებთ