ირაკლი კუპრაძე – ყველამ უნდა შევარჩიოთ ისეთი პოლიტიკური სტრატეგია, რომლითაც არათუ საკუთარ ჯანმრთელობას, არამედ ივანიშვილს დავაზიანებთ

ყველამ უნდა შევარჩიოთ ისეთი პოლიტიკური სტრატეგია, რომლითაც არათუ საკუთარ ჯანმრთელობას, არამედ ივანიშვილს დავაზიანებთ, – ასე ეხმაურება „ლელო – ძლიერი საქართველოს“ გენერალური მდივანი ირაკლი კუპრაძე ელენე ხოშტარიას განცხადებას, რომ შიმშილობას შეწყვეტს, თუ ოპოზიცია შეთანხმდება და არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს.
როგორც კუპრაძემ აღნიშნა, ის სოლიდარობას უცხადებს ელენე ხოშტარიას.
„ის ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური ფიგურაა ჩვენთვის პერსონალურად, მათ შორის, თუმცა, მგონია, რომ უნდა შევარჩიოთ ყველამ ისეთი პოლიტიკური სტრატეგია, რომლითაც არათუ საკუთარ ჯანმრთელობას, არამედ ივანიშვილს დავაზიანებთ“,- აღნიშნა კუპრაძემ.
შეგახსენებთ, საქართველოს პარლამენტთან პოლიტიკოსებმა ელენე ხოშტარიამ და გედევან ფოფხაძემ პროტესტის ნიშნად შიმშილობა დაიწყეს. ხოშტარიასა და ფოფხაძის შიმშილობის აქტს შეუერთდნენ სამოქალაქო აქტივისტები ვასილ ელიავა, გიორგი სტეპანოვა და ბაჩო კუცია.

ასევე დაგაინტერესებთ

ვიქტორ ყიფიანი – კობახიძე ევროპას გამოჯანმრთელებას უსურვებს, როცა მისი განცხადება სიჯანსაღით არ გამოირჩევა, ეს „ქართული ოცნების“ მხრიდან ცეცხლთან თამაშია – „ოცნება“ მიჰყვება გეგმას, რომელიც მარტო ადგილობრივი წარმომავლობის არ არის

პროკურატურა – ბრალი წარედგინა დანაშაულებრივი ჯგუფის 12 წევრს, რომელთაც მრავალჯერადად მიმართეს „სოფლის განვითარების სააგენტოს“ და ყალბი დოკუმენტების საფუძველზე სააგენტოსგან მიღებულ დიდი ოდენობით თანხებს მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ