თინა ბოკუჩავა ელენე ხოშტარიას შიმშილობის გადაწყვეტილებაზე – წამით არ გამჩენია კითხვა – რატომ, რადგან ცხადზე ცხადი იყო, რომ მისი მიზანი, ერთიანობის მიღწევაა თვითმმართველობის არჩევნებად წოდებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით

ელენე ხოშტარიას პოზიციას სრულად ვიზიარებ – არ უნდა იყოს საჭირო ადამიანის სიცოცხლის სასწორზე დადება იმისთვის, რომ ყველა დემოკრატიულმა ძალამ გააცნობიეროს, რომ რეჟიმთან ნებისმიერი ფორმით კომპრომისზე წასვლა დამღუპველია, – ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა სოციალურ ქსელში წერს.
„ფეისბუქზე“ გამოქვეყნებულ განცხადებაში თინა ბოკუჩავა აღნიშნავს, რომ მას კითხვა არ გასჩენია ელენე ხოშტარიას შიმშილობის დაწყების გადაწყვეტილების შესახებ, რადგან „ცხადზე ცხადი იყო, რომ მისი მიზანი ერთიანობის მიღწევაა თვითმმართველობის არჩევნებად წოდებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით”.
„PACE-ში პოლიტიკური პატიმრების განთავისუფლების მოთხოვნით შემდგარი დებატიდან საქართველოში ვბრუნდებოდი, როდესაც ელენე ხოშტარიას მიერ შიმშილობის დაწყების გადაწყვეტილების შესახებ შევიტყვე.
წამით არ გამჩენია კითხვა – რატომ, რადგან ცხადზე ცხადი იყო, რომ მისი მიზანი ერთიანობის მიღწევაა თვითმმართველობის არჩევნებად წოდებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით, რომელშიც შესვლა მას დამღუპველად მიაჩნია.
ეს არის პოზიცია, რომელსაც სრულად ვიზიარებ. არ უნდა იყოს საჭირო ადამიანის სიცოცხლის სასწორზე დადება იმისთვის, რომ ყველა დემოკრატიულმა ძალამ გააცნობიეროს, რომ რეჟიმთან ნებისმიერი ფორმით კომპრომისზე წასვლა დამღუპველია. მაგრამ მადლობა მას ასეთი თავგანწირვისთვის.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სახელით კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ არ არსებობს გარემოება, რომელიც შეცვლის ჩვენს პოზიციას რეჟიმთან ართანამშრომლობაზე.
ადგილობრივი თვითმმართველობის შეიძლება ჩატარდეს მხოლოდ საპარლამენტო არჩევნებთან ერთად, ისეთ პირობებში, რომელიც უზრუნველყოფს სამართლიან თამაშის წესებს.
სოლიდარობა ელენეს! თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს!“, – წერს თინა ბოკუჩავა.

ასევე დაგაინტერესებთ

ალექსანდრე რაქვიაშვილი დავით ქართველიშვილს: გერბზე ლომები გვიხატია და წმინდა გიორგი, რომელიც ურჩხულს ამარცხებს. მე მომწონს ჩვენი გერბი… თუ მოგწონთ ქართული ოცნების საგარეო პოლიტიკა, ხომ არ მიიჩნევთ, რომ დროა რეფერენდუმი ჩავატაროთ …

ალექსანდრე რაქვიაშვილი მაკა ბოჭორიშვილს: … უკრაინელებს იქეთ ეჩხუბებით, გერმანიის ელჩს ლანძღავთ, ინგლისის ელჩს ლანძღავთ, ამერიკის ელჩი კი არც გვყავს… ვინ არის ჩვენი მეგობარი, ვინც ამ მომენტში დაგვეხმარება? (ვიდეო)