“ცუდია, რომ ნიკო იქ მიდის, სადაც არ დააფასებენ, “ბარსელონა” შორს არის იმ ღირებულებებისგან, რომელსაც ოდესღაც წარმოადგენდა” – “ატლეტიკის” ყოფილი პრეზიდენტი

“ცუდია, რომ ნიკო იქ მიდის, სადაც არ დააფასებენ, “ბარსელონა” შორს არის იმ ღირებულებებისგან, რომელსაც ოდესღაც წარმოადგენდა” – “ატლეტიკის” ყოფილი პრეზიდენტი
თითქმის გადაწყვეტილია, რომ ბილბაოს “ატლეტიკის” შემტევი ნიკო უილიამსი კარიერას “ბარსელონაში” გააგრძელებს, ესპანელმა “ბლაუგრანაში” გადაბარგების სურვილი თავად გამოთქვა და ამის შემდეგ მისი აგენტი “ლურჯ-ბროწეულისფერებს” თავად დაუკავშირდა.
“ატლეტიკის” ყოფილმა პრეზიდენტმა აიტორ ელისეჰიმ ნიკოს შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ ბასკურმა კლუბმა აქცენტი ისეთ ფეხბურთელებზე უნდა გააკეთოს, რომლებიც გუნდისთვის ყველაფერს გაიღებენ.
“ბარსელონა” შორსაა იმ ღირებულებებისგან, რომელსაც ოდესღაც წარმოადგენდა. თუ ნიკო “ბარსაში” გადავა, იგი ითამაშებს კლუბში, სადაც არ დააფასებენ.
როცა ნიკო კლუბში მოვიდა, ბავშვი იყო და ჩვენ გავზარდეთ… როცა ვიღაც ამბობს, რომ “ატლეტიკისთვის” თამაში აღარ სურს, ძალიან გულსატკენია. ჩვენ ფილოსოფიას აძლიერებდნენ ისეთი ფეხბურთელები, როგორებიც ოსკარ დე მარკოსი და იკერ მუნიაინი იყვნენ, ისინი გულშემატკივრებს აბედნიერებდნენ და იმედი მაქვს ასე გაგრძელდება.
ბოლო 10 წლის განმავლობაში ეს საუკეთესო გუნდია, რაც კი გვყოლია. 1-2 უმაღლესი დონის ფეხბურთელი ყველა რგოლში გვყავს”, – განაცხადა ელისეჰიმ
“ბაიერნი” ხავსს ეჭიდება – მიუნხენში იმედოვნებენ, რომ “ბარსელონა” უილიამსს ვერ დაარეგისტრირებს
“ბარსელონას” უარი ამის გამო ვუთხარი” – ნიკო უილიამსი
ევროპა ლიგა. V ტური: ოდიშარიას და სილაგაძის “რიგასი” “პაოკთან” დამარცხდა
კვარაცხელია და კიდევ ოთხი ვარსკვლავი – ვინ არიან “ბარსელონას” საზაფხულო ტრანსფერების სიაში
“ბილბაოს” ლეგენდა ზაფხულში ფეხბურთელის კარიერას დაასრულებს
მისი აგენტი “ბარსელონას” თავად დაუკავშირდა – ნიკო უილიამსი “ბლაუგრანას” უახლოვდება
მოლაპარაკებები დაწყებულია – ნიკო უილიამსი “ბაიერნს” უახლოვდება
[VIDEO] ევროპა ლიგა. 1/2-ფინალი: ინგლისური ფინალის მოლოდინში
“ბარსელონამ” ნახევარფინალში “ბილბაოს” მოუგო [VIDEO]
ნიკო უილიამსი, ალბათ, კარიერას პრემიერლიგაში გააგრძელებს
“ეს ფეხბურთელი კვარაცხელიაზე სრულყოფილია, გადაიხადეთ 100 მილიონი და მას ღირსეულად შეცვლის” – იტალიელი ჟურნალისტი “ნაპოლის” ხელმძღვანელობას მიმართავს