სერბეთის პოლიციამ დედაქალაქ ბელგრადში ვადამდელი არჩევნების და პრეზიდენტ ალექსანდარ ვუჩიჩის 12-წლიანი მმართველობის დასრულების მოთხოვნით მთავრობის საწინააღმდეგო აქცია დაარბია.
28 ივნისს, შაბათს ქალაქში დაახლოებით 140 000 მომიტინგე შეიკრიბა, რაც ბოლო თვეების განმავლობაში ყველაზე დიდი აქტივობა იყო. “ჩვენ გვინდა ახალი არჩევნები”, – სკანდირებდნენ შეკრებილი მოქალაქეები.
სპეცრაზმმა მომიტინგეების დასაშლელად გამოიყენა. ათობით ადამიანი დააკავეს.
პრეზიდენტმა ვუჩიჩმა არჩევნებზე შეკრებილი მომიტინგეები ქვეყნის უზურპაციის მცდელობაში დაადანაშაულა. „მათ სერბეთის დამხობა სურდათ და ვერ შეძლეს“, – დაწერა მან თავის ინსტაგრამის გვერდზე.
პარასკევს, სერბეთში ხუთი ადამიანი დააკავეს. მათ ბრალი მთავრობის დამხობის შეთქმულების მოწყობაში ედებათ. ამის შესახებ განცხადება კი სერბეთის უზენაესმა სასამართლომ გაავრცელა.
გუშინდელი დარბევების შემდეგ, სერბეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა მინისტრმა მკაცრად დაგმო “მომიტინგეების მიერ ძალადობა” და განაცხადა, რომ დამნაშავეებს დააპატიმრებენ.
უკვე მრავალი თვეა სერბეთში მასობრივი აქციები მიმდინარეობს. პროცესი მას შემდეგ დაიწყო, რაც პირველ ნოემბერს ქვეყნის ჩრდილოეთში, ქალაქ ნოვი სადში, რკინიგზის სადგურზე ბეტონის ჭერის ჩამონგრევას, ჯამში, 15 ადამიანი ემსხვერპლა. ნოვი სადის ტრაგედიის გამო სერბეთში საპროტესტო მოძრაობის მონაწილეები პრეზიდენტ ალექსანდრ ვუჩიჩისა და შესაბამისი პირების პასუხისმგებლობის დაყენებას ითხოვენ. პროტესტის ფონზე გადადგა სერბეთის პრემიერ-მინისტრი მილოშ ვუჩევიჩი, ინფრასტრუქტურის მინისტრი გორან ვესიჩი და დააკავეს 10-ზე მეტი ადამიანი.
მიუხედავად პრეზიდენტ ვუჩიჩის დაჟინებული მტკიცებისა, რომ ის არსად მიდის, პროტესტი მაინც იზრდება.
