“შემდეგ მეტოქედ პიმბლეტი მსურს, ესპანეთში მისი დანოკაუტება მართლა ძალიან მინდა” – რა თქვა თოფურიამ გამარჯვების შემდეგ?

ბრძოლის შემდეგ “ელ მატადორმა” ჟურნალისტებთან ისაუბრა.
“დიდი მადლობა საქართველოს მხარდაჭერისთვის. დიდი იმედი მაქვს, რომ იქ მალე ჩავალ და ყველას ჩავეხუტები.
დავამარცხე ისეთი მებრძოლები, როგორებიც ალექს ვოლკანოვსკი, მაქს ჰოლოვეი და ჩარლზ ოლივეირა არიან, ამის თქმა ბევრ ადამიანს არ შეუძლია.
ვინ მსურს შემდეგ მეტოქედ? პედი პიმბლეტი. მისი დანოკაუტება მართლა ძალიან მინდა და ამას ესპანეთში სიამოვნებით გავაკეთებდი.
ოლივეირა? ძალიან კარგი ბიჭია, მაგრამ ვთქვი, რომ პირველივე რაუნდში დავანოკაუტებდი და ჩემი სიტყვა შევასრულე”, – განაცხადა თოფურიამ.
ილიამ MMA-ში მე-17 ბრძოლა გამართა და ყველა მისი გამარჯვებით დასრულდა, აქედან 7-ჯერ ნოკაუტით გაიმარჯვა.
[VIDEO] ნოკაუტი პირველივე რაუნდში – თოფურია ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონია!
ბრწყინვალე ჟესტი – ჯანო ანანიძემ ეთერ ლიპარტელიანს საჩუქრად ბინა გადასცა
სოლიდური ციფრებია – ცნობილია, რა თანხა გამოიმუშავა თოფურიამ ოლივეირას დამარცხებით

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში