ლარი დოლართან და ევროსთან გამყარდა – 29 დეკემბრის ვაჭრობის შედეგები

ლარის კურსი დოლართან მიმართებით 0.34 თეთრით გამყარდა, ხოლო ევროსთან – 2.03 თეთრით. 29 დეკემბრის ვაჭრობის შედეგად, ერთი დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.6894 ლარია, ერთი ევროსი კი – 2.9753 ლარი.
კომერციულ ბანკებში დოლარის ღირებულება 2.73 ლარია, ხოლო ევროსი – 3.03 ლარი. რაც შეეხება სავალუტო ჯიხურებს, დოლარის შეძენა 2.70 ლარად შეგიძლიათ, ევროსი – 2.98 ლარად.