უკრაინის ხელისუფლება იტყობინება, რომ სულ მცირე 30 ადამიანი დაიღუპა 160 დაშავდა 28 და 29 დეკემბრის მასირებული თავდასხმის დროს.
ჰიპერზებგერითი და სხვა რაკეტები, ასევე დრონებით მიიტანა იერიში რუსეთის სამხედრო და სამოქალაქო ობიექტებზე კიევში, ლვოვში, ოდესაში და სხვა ქალაქებში.
ცნობით, ეს იყო ყველაზე მასირებული თავდასხმა უკრაინაზე 22-თვიანი ომის განმავალობაში. გრძელდება სამძებრო-სამაშველო სამუშაოები.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთმა გამოიყენა „იარაღის თითქმის ყველ სახეობა, რაც აქვს არსენალში“. მისი თქმით, “უკრაინა პასუხს გასცემს ყველა თავდასხმას და მნიშვნელოვანია მსოფლიოს რეაგირება ამ ტერორის მიმართ”.
უკრაინის არმიის სარდლობის თანახმად, მისმა ძალებმა ჩამოაგდეს 158-დან 114 რაკეტა და უპილოტო აპარატი. რამაც მიზანს მიაღწია გამოიწვია მსხვერპლი და ნგრევა.
შინაგან საქმეთა მინისტრის, იჰორ კლიმენკოს თანახმად, დაღუპულთა რიცხვი 30-ია, ხოლო 160 დაშავდა.
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა,რომ ეს იყო „უმსხვილესი თავდასხმა უკრაინაზე ომის დაწყების შემდეგ.“ ბაიდენის თქმით, რუსეთის მიერ უკრაინის უკანასკნელი დაბომბვა წარმოადგენს მსოფლიოსთვის იმის მკაცრ შეხსენებას, რომ თითქმის ორწლიანი გამანადგურებელი ომის შემდეგ პუტინის მიზანი უცვლელია.