რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია – „საქართველო დადექი“ გაიმართება

თბილისში, რუსთაველის გამზირზე, დღეს, 29 ივნისს საპროტესტო აქცია სახელწოდებით – „საქართველო დადექი!“ გაიმართება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, აქცია 20:00 საათზე რუსთაველის გამზირზე დაიწყება ლოზუნგით: „დადექი შენს ხალხთან ერთად! დადექი საქართველოსთვის!“.
“საქართველოს მტერი ცდილობს, თავისუფალი ქვეყანა ერთ დიდ საპყრობილედ გადააქციოს. უკვე ციხეში არიან პროდასავლური პარტიების პოლიტიკური ლიდერები, ჟურნალისტები, აქტივისტები, ექიმები, მსახიობები, პოეტები, მასწავლებლები. ხელისუფლების რეპრესიები უკვე ყველას გვეხება — და თუ ასე გაგრძელდა, ჩვენც ციხეში ვიქნებით: ზოგი პატიმრად, ზოგი გუშაგად, მაგრამ ყველანი — ციხეში.
დღეს დუმილი მორჩილებაა. მაგრამ საქართველოს არ შეუძლია მორჩილება. ჩვენი დგომა, ჩვენი გამოჩენა, ჩვენი ხმა — ნიშნავს, რომ საქართველოში ადამიანებს სჯერათ თავისუფლების”, – ნათქვამია ორგანიზატორების განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ ჯაფარიძე – ბიძინას ჩინურმა მარადონამ: ამდენი ხანია მტკიცებულება ვერ დადეს, რომ ჩემი მბრძანებელი რუსეთის კაციაო – რეჟიმის პროპაგანდა ერთი-ერთში იმეორებს რუსულ ნარატივებს – საითაც არ გაიხედავ და რაშიც არ ჩაიხედავ, ყველგან რუსეთია

რეზო კიკნაძე – დღეს საქართველო თვალჭრელიძეზე მდგარი ის შენობაა, საიდანაც ხალხი გამოასახლეს – იქ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა, ფორმიანი უსამართლობის დამცველი არაკაცები კი, რუსეთი, ნუ შევარჩენთ ამასაც – ახლა პროტესტმა იქ უნდა გადაინაცვლოს