რუსებმა უკრაინას 537 დრონით და რაკეტით შეუტიეს

რუსებმა უკრანას 29 ივნისის ღამეს რეკორდული რაოდენობის – 537 დრონით და რაკეტით – შუტიეს, უკრაინელებმა 249 სამიზნე ჩამოაგდეს, 226 კი – ლოკაციურად დაიკარგა, – ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, რუსებმა უკრაინის წინააღმდეგ 477 თავდასხმის დრონი გამოიყენეს, უკრაინელებმა 211 მათგანი ჩამოაგდეს, 225 კი – ლოკალურად დაიკარგა.
ამასთან, რუსებმა Х-47М2 „კინჯალის“ ტიპის 4 რაკეტა, „ისკანდერ М/KN-23“ ტიპის 7 ბალისტიკური რაკეტა, Х-101/“ისკანდერ-კ“ ტიპის 41 ფრთოსანი რაკეტა და „კალიბრის“ ტიპის 5 ფრთოსანი რაკეტა გამოიყენეს.
უკრაინელებმა „ისკანდერ М/KN-23“ ტიპის ერთი ბალისტიკური რაკეტა, Х-101/“ისკანდერ-კ“ ტიპის 33 ფრთოსანი რაკეტა და „კალიბრის“ ტიპის 4 ფრთოსანი რაკეტა ჩამოაგდეს, Х-101/“ისკანდერ-კ“ ტიპის ერთი რაკეტა კი ლოკაციურად დაიკარგა.