პოლიტიკოსი, ირინა სარიშვილი:
ელენე ხოშტარიას გადაწყვეტილება რომ გავიგე, გული გამიჩერდა. ცრემლების რაოდენობაში არავის შევეჯიბრები, ვიტყვი მხოლოდ იმას რომ პოლიტიკური შეხედულებების გარდა, მე მის ოჯახთან პირადი მეგობრობა მაკავშირებს.
ელენე ხოშტარიამ შიმშილობა დაიწყო არა ქოცების გულის მოსალბობად, არამედ ჩვენს გამოსაფხიზლებლად!
არ დავნებდეთ!
არ დავკარგოთ იმედი!
არ ჩავიქნიოთ ხელი!
არ გავიქცეთ!
არ შევეგუოთ დღევანდელ ყოფას და ამით არ დავეხმაროთ “რუსულ ოცნებას”!რაც ჩამოვთვალე, სამწუხაროდ, ამ ყველაფრის რეალური საფრთხე არსებობს, მაგრამ დღეს უკვე პესიმიზმი, სიჩუმე, შიში,
უმოქმედობა, უიმედობა სირცხვილია ელენეს გადაწყვეტილების ფონზე!
მე პირადად თითქმის დაკარგული მქონდა იმედი და ელენეს თავგანწირვამ სილა გამაწნა – მადლობა მას!
გავერთიანდეთ, ავჯანყდეთ და ელენეს შიმშილობაც შეწყდება.
ეს ხროვა უნდა დაემხოს!