დღეს, პსჟ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის მერვედფინალში ლეო მესის „ინტერ მაიამის“ დაუპირისპირდება და რა თქმა უნდა, მატჩისადმი ინტერესი ძალიან დიდია.
RMC Sport-ის ცნობით, ატლანტაში გუშინ ჭექა-ქუხილისა და ძლიერი წვიმის შემდეგ ისევ დაცხა, ტემპერატურა დაახლოებით 30 გრადუსია. მწვრთნელმა ლუის ენრიკემ ფეხბურთელები შედარებით ნაკლებად დატვირთა, ბოლო ვარჯიშზე კი, რომელზეც ჟურნალისტებს უკანასკნელი 30 წუთის მანძილზე ჰქონდათ დასწრების საშუალება, ნუნო მენდეში, აშრაფ ჰაკიმი და ვიტინია დაასვენა. მოთამაშეები საჯარიმოებისა და პენალტების შესრულებაზე ვარჯიშობდნენ.
„პარიზიენი“ იტყობინება, რომ უსმან დემბელემ ტრავმა მოირჩინა, მაგრამ, ალბათ, მწვრთნელი ლუის ენრიკე ძირითად შემადგენლობაში არ დააყენებს, ისევე როგორც სენი მეილიუს, რომელმაც „სიეტლ საუნდერსთან“ თავი ვერ წარმოაჩინა. მის ადგილს ბრედლი ბარკოლა დაიკავებს, ხვიჩა კვარაცხელია უფრო ცენტრიდან შეუტევს, ხოლო დეზირე დუე – მარჯვნიდან.
შეხვედრა „მერსედეს-ბენცზე“ თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება. სტადიონზე სახურავი დაიხურება, გაგრილების სისტემა ჩაირთვება და ტემპერატურა 18-20 გრადუსი იქნება.
პსჟ-ს სავარაუდო შემადგენლობა: დონარუმა, ჰაკიმი, მარკინიოსი, პაჩო, მენდეში, ნევეში, ვიტინია, ფაბიანი, დუე, ბარკოლა, კვარაცხელია.
Geo Team: არაბიძემ “ულსანი” დატოვა
ფედელე: კვარაცხელიას შეცვლა? – მხოლოდ ღმერთის იმედი უნდა გვქონდეს
პსჟ-ში რუსულ-უკრაინულ კონფლიქტს ერიდებიან – არჩევანის საფონოვსა და ზაბარნის შორის გაკეთება მოუწევთ
პირველად მესის კარიერაში – ეს კვარაცხელიას პსჟ-ის წინააღმდეგ მოხდება
“მეგობრები არ ვართ, მაგრამ…” – რა თქვა მესიმ რონალდოს შესახებ?
[VIDEO] 38 წლის ლუის სუარესის შედევრი “პალმეირასთან”
[VIDEO] მესის დუბლი და 2 საგოლე პასი “კოლუმბუსთან”
მესიც საუდის არაბეთში? – “ალ ჰილალის” პრეზიდენტმა მოლაპარაკებები დაიწყო
კასანომ “ნაპოლის” კვარაცხელიას შემცვლელი ურჩია
