ზედიზედ მეორედ – ინგლისის 21-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებულია

სლოვაკეთში 21-წლამდე ფეხბურთელთა შორის ევროპის ჩემპიონატის ფინალში ინგლისის ნაკრებმა გერმანია დამატებით დროში 3:2 დაამარცხა და ზედიზედ მეორედ გახდა ევროპის ჩემპიონი.
მატჩი ინგლისელთა უპირატესობით დაიწყო და 25-ე წუთზე წინ უკვე ორბურთიანი სხვაობით იყვნენ, თავი ელიოტმა და ჰატჩინსკნმა გამოიჩინეს, გერმანელებმა ერთი გოლის გატანა მოახერხეს და სხვაობა შეამცირეს.
მეორე ტაიმში გერმანიამ ანგარიში გაათანაბრა. ძირითადი დრო 2:2 დასრულდა და დამატებით ტაიმები დაინიშნა, რომლის დასაწყისშივე ინგლისელებმა მესამედაც შეძლეს გერმანელთა კარის აღება. დარჩენილ დროში გერმანიამ ანგარიშის გათანაბრება ვეღარ მოახერხა და ინგლისი ზედიზედ მეორედ გახდა ევროპის ჩემპიონი.
ამრიგად ინგლისის ნაკრები ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატის გამარჯვებული ზედიზედ მეორედ გახდა.
სვანაძე: მადლობა ყველას, ვინც ბოლომდე გვქომაგობდა
სვანაძე: არ ვიყავით ჩვენი თავის საუკეთესო ვერსია – ამას ობიექტური მიზეზები აქვს
[VIDEO] U21. გაძევება დებიუტში და საქართველოს ნაკრების წაგება პორტუგალიასთან
U21: რომელ ჩაწყობაზეა ლაპარაკი? ფორმატი შეცვალეთ!
U21. ევროპის ჩემპიონატი. ჯგუფური ეტაპის მიმოხილვა: სუპერწყვილები ნახევარფინალში
U21. ევროპის ჩემპიონატი: ფინალი ფავორიტთან
სკანდალი U21-ზე: აბობოქრდა – გერმანია-იტალია ჩაწყობილი იყოო…