“ხაზარაძე-ჯაფარიძემ საქართველოს ეკონომიკისთვის სტაბილურობის გარანტია შექმნეს” – ზვიად ჭუმბურიძე

“ძლიერი საქართველოს” ლიდერების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძისთვის 8-თვიანი პატიმრობის შეფარდებას “ანალიტიკას” ეთერში EUGBC-ის გენერალური მდივანი, ზვიად ჭუმბურიძე აფასებს და აცხადებს, რომ არ შეიძლება ადამიანები ციხეში კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო ხვდებოდნენ.
BMG-ის ეთერში ჭუმბურიძემ ქართულ ეკონომიკაზე ხაზარაძის, ჯაფარიძისა და “ ბანკის” გავლენა შეაფასა და აღნიშნა, რომ ბიზნესმენებმა ქვეყნის ეკონომიკური სტაბილურობის გარანტია შექმნეს.
“90-იან წლებში შეიქმნა საბანკო სისტემა. ერთ-ერთი პირველი ინოვაცია სწორედ იმ პერიოდში TBC ბანკი იყო. ერთ რამეს გეტყვით: ღარიბ ქვეყანაში, როდესაც მოსახლეობა ვერ იხდის ბანკის წინაშე ვალდებულებას, ეს ბანკის დანაშაული არ არის; ეს ჩვენი დანაშაულია, რომ 35 წლის მანძილზე ვერ შექმენით ისეთი საზოგადოება, რომ ადამიანმა ნორმალურად იცხოვროს, კრედიტი აიღოს და გაისტუმროს.
ხაზარაძე-ჯაფარიძემ, ამ ორმა ადამიანმა შექმნა ის სისტემა, რომელიც ყველაზე მთავარი და დიდი გარანტია ეკონომიკის და ბიზნესის განვითარებისთვის. ნებისმიერი ინვესტორი, რომელიც ჩადის ქვეყანაში, პირველ რიგში ორ განზომილებას უყურებს, ესენია საბანკო და სასამართლო სისტემები. აქედან გამომდინარე, მე ვიტყოდი, რომ სწორედ ამ ორმა ადამიანმა შექმნა ეკონომიკისთვის სტაბილურობის გარანტია. პირდაპირ გეტყვით, როგორ შეიძლება ყოველგვარი აპელაციის გარეშე, ასე მოჰკიდო ხელი და ციხეში ჩასვა ადამიანები, რომლებიც თუნდაც კომისიაზე არ გამოცხადდნენ? სად მივდივართ? უნდა ესმოდეს მმართველ პარტიას, რომ ასე ვერ განვითარდებით”, – განაცხადა ზვიად ჭუმბურიძემ BMG-ს ეთერში.
“ძლიერი საქართველოს” ლიდერები – და ბადრი ჯაფარიძე 23 ივნისს დააკავეს, მათ 8-8 თვით პატიმრობა მიესაჯათ. ბადრი ჯაფარიძისა და მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ საქმე აღძრული იყო „სისხლის სამართლის კოდექსის“ 349-ე მუხლით, რაც „საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას“ გულისხმობს. მათ ამ საქმეზე 50 000-50 000 ლარიანი გირაო ჰქონდათ შეფარდებული, რომელიც გადაიხადეს. მსგავს საქმეზე 7-თვიანი პატიმრობა უკვე მიუსაჯეს ოპოზიციონერ პოლიტიკოსს ზურა ჯაფარიძეს, „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერს.