ვიცე-პოლკოვნიკი ვანო ნადირაძე საქართველოში ჩამოასვენეს. მას საქართველოში საპატიო ყარაული არ დაახვედრეს (ფოტოები)

უკრაინაში მებრძოლი ქართველი, ქართული დანაყოფის მეთაური, ვიცე-პოლკოვნიკი ვანო ნადირაძე საქართველოში ჩამოასვენეს.
ის 22 ივნისს გარდაიცვალა. როგორც ახლობლები სოციალურ ქსელში წერდნენ, გარდაცვალების სავარაუდო მიზეზი გულის შეტევაა.
ქართველი სამხედრო ვანო ნადირაძე უკრაინაში ომის დაწყებიდან იბრძოდა.
მას საქართველოში საპატიო ყარაული არ დაახვედრეს
მის ჩამოსვენებას აეროპორტში მოქალაქეები, მეგობრები, ნათესავები ელოდნენ.
ფოტო: მინდია გაბაძე/ „პუბლიკა“

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა კერესელიძე – ყულევის ქარხნის დასანქცირება ეკონომიკაზე გავლენას მოახდენს, მაგრამ უფრო მეტად ქვეყნის რეპუტაციაზე აისახება, აშშ-ის თავდაცვის და სახელმწიფო მდივნის ანგარიშები კი მკაცრი იქნება, „ოცნებას“ მოუწევს პოზიციების შეცვლა