სად იმყოფება გიორგი გახარია – პარტია “საქართველოსთვის” ლიდერი ინფორმაციას ავრცელებს

გიორგი გახარია გერმანიის სოციალ-დემოკრატიული (SPD) პარტიის კონგრესს ესწრება – ამის შესახებ “საქართველოსთვის” ლიდერი სოციაურ ქსელ X-ზე წერს.
როგორც გახარია აცხადებს, კონგრესის ფარგლებში, ევროპელ კოლეგებთან „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციური ლიდერების პოლიტიკურად მოტივირებული დევნის, დამოუკიდებელ მედიისა და სამოქალაქო საზოგადოებაზე ზეწოლის, ასევე პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების სასწრაფო აუცილებლობის შესახებ ისაუბარა.
მისივე თქმით, საუბარი აგრეთვე ჰქონდა პარტია „საქართველოსთვის“ გეგმებზეც.
გერმანიაში ვესწრები გერმანიის სოციალ-დემოკრატიული (SPD) პარტიის კონგრესს, რომელიც იმართება საქართველოში მზარდი ავტორიტარიზმის კრიზისის ფონზე. მქონდა შესაძლებლობა, შევხვედროდი კოლეგებს, მათ შორის ბუნდესთაგის ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს, იოჰანეს შრაპსს.
განვიხილეთ „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციური ლიდერების პოლიტიკურად მოტივირებული დევნა, დამოუკიდებელ მედიასა და სამოქალაქო საზოგადოებაზე ზეწოლა, პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების სასწრაფო აუცილებლობა, აგრეთვე პარტია „საქართველოსთვის“ გეგმები – გახდეს ევროპის სოციალისტური პარტიის (PES) ოჯახის წევრი, რისი განხილვაც შემოდგომაზე იგეგმება.
მადლიერები ვართ ჩვენი გერმანელი პარტნიორების, მტკიცე მხარდაჭერისთვის.”- წერს გიორგი გახარია.
ცნობისთვის, გიორგი გახარია თეა წულუკიანის კომისიაზე 2 ივლისს ხელმეორედ არი დაბარებული. გახარიას გუნდში ამბობენ, რომ ექსპრემიერი სხდომას დისტანციურად ჩაერთვება, თუმცა “ქართული ოცნება” გიორგი გახარიას უფლებას არ აძლევს, საგამოძიებო კომისიას დისტანციურად დაესწროს.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან სანიკიძე – „ქართული ოცნების“ ზოგიერთი წარმომადგენლის მთავარი პრეტენზიაა პოლიციასთან: თავს ნუ მოგვჭრით, ჩუმად ურტყით ხალხს, სალაპარაკო არ გახდეს – რაც შეეხება 26 მაისს, არ ვარ ოფთალმოლოგი, რომ დავეხმარო პაპუაშვილს, თვალებში გამოიხედოს

შალვა კერესელიძე – გორის ფაქტმა აჩვენა, რომ საქართველოში არავინ არის დაცული -„ქართული ოცნება“ პოლიციელების ძალადობას მცირეოდენ გადაცდომას ეძახის, „დავაკავეთ, რა მოხდა მერეო“ – წარმოგიდგენიათ, რამდენი შემთხვევა უბრალოდ არ გასაჯაროვდა?

თამო კეშელავა: გვაჩვენეთ, დაზარალებული პოლიციელი. ხომ იცით ხოლმე თქმა, საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარეო? გადადგა ქვეყანა ჭკუიდან, ქოცებიც კი აღშფოთდნენ, მეტი რა ინტერესი გინდათ?