გიორგი გახარია გერმანიის სოციალ-დემოკრატიული (SPD) პარტიის კონგრესს ესწრება

პარტია „გახარია საქთველოსთვის“ ლიდერი, გიორგი გახარია გერმანიის სოციალ-დემოკრატიული (SPD) პარტიის კონგრესს ესწრება. ამის შესახებ პოლიტიკოსმა სოციალურ ქსელ X-ზე დაწერა.
როგორც გახარიამ აღნიშნა, შეხვედრაზე, მათ შორის განიხილეს „ქართული ოცნების” მიერ ოპოზიციური ლიდერების პოლიტიკურად მოტივირებული დევნა“.
„გერმანიაში ვესწრები გერმანიის სოციალ-დემოკრატიული (SPD) პარტიის კონგრესს, რომელიც იმართება საქართველოში მზარდი ავტორიტარიზმის კრიზისის ფონზე. მქონდა შესაძლებლობა, შევხვედროდი კოლეგებს, მათ შორის ბუნდესთაგის ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს, იოჰანეს შრაპსს.
განვიხილეთ „ქართული ოცნების” მიერ ოპოზიციური ლიდერების პოლიტიკურად მოტივირებული დევნა, დამოუკიდებელ მედიასა და სამოქალაქო საზოგადოებაზე ზეწოლა, პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების სასწრაფო აუცილებლობა, აგრეთვე პარტია „საქართველოსთვის” გეგმები – გახდეს ევროპის სოციალისტური პარტიის (PES) ოჯახის წევრი, რისი განხილვაც შემოდგომაზე იგეგმება.
მადლიერები ვართ ჩვენი გერმანელი პარტნიორების, მტკიცე მხარდაჭერისთვის“,- წერს გახარია.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ ჯაფარიძე – ჩემი ამოცანაა, ცოტა დრო, სანამ გარეთ ვართ, რაც შეიძლება ეფექტურად გამოვიყენოთ – ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ მოვიგებთ, როგორც თბილისი ვერ გახდება აშხაბადი, ისე ეს ქვეყანა ვერ გარუსდება – ერთობის გარეშე არაფერი გამოვა

ლევან ცუცქირიძე – საქართველოში უნდა მოვიდეს დრო, როცა მეგობრებსა და კოლეგებს ციხის კარებთან კი არ შევხვდებით, არამედ დემოკრატიულ არჩევნებზე – მათ, ვინც პოლიტიკოსები გამოამწყვდია ციხეში, პასუხი უნდა აგონ

იულია სვირიდენკო – უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს გამოყოფის შესახებ, გადამწყვეტი ნაბიჯია – ეკონომიკური სტაბილურობა უსაფრთხოების წინაპირობაა, როგორც უკრაინისთვის, ასევე, ევროპისთვის