ზელენსკიმ ანჯეი დუდა თავისუფლების ორდენით დააჯილდოვა

ანჯეი დუდა დღეს პოლონეთის პრეზიდენტის რანგში, კიევში ბოლო ვიზიტით ჩავიდა. აგვისტოში მას სახელმწიფოს მეთაურის თანამდებობაზე საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებული კაროლ ნავროცკი შეცვლის.
უკრაინის პრეზიდენტმა პოლონეთის პრეზიდენტი თავისუფლების ორდენით დააჯილდოვა.
როგორც ზელენსკის ბრძანებაშია ნათქვამი, ანჯეი დუდა უკრაინა-პოლონეთის საერთაშორისო თანამშრომლობის განმტკიცებაში, უკრაინის სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერაში შეტანილი განსაკუთრებული პირადი დამსახურებისთვის დაჯილდოვდა.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა კერესელიძე – ყულევის ქარხნის დასანქცირება ეკონომიკაზე გავლენას მოახდენს, მაგრამ უფრო მეტად ქვეყნის რეპუტაციაზე აისახება, აშშ-ის თავდაცვის და სახელმწიფო მდივნის ანგარიშები კი მკაცრი იქნება, „ოცნებას“ მოუწევს პოზიციების შეცვლა