ირაკლი ფავლენიშვილი – ელენე ხოშტარიას ნაბიჯი აღქმული უნდა იყოს იმგვარად, რომ რეჟიმთან ბრძოლაში უკან დახევა აღარ არსებობს – ნებისმიერ შუალედურ მექანიზმზე საუბარი ღალატია, ამიტომ ყველა უნდა ვიყოთ ორიენტირებული ქუჩის პროტესტზე

ქვეყანაში გვაქვს მძიმე მდგომარეობა, როდესაც ადამიანები მიმართავენ პროტესტის უკიდურეს ფორმას, ქვეყანაში არის ეგზისტენციალური საფრთხე არა მხოლოდ კონკრეტული ჯგუფებისთვის, არამედ მთელი ქვეყნისთვის – ელენე ხოშტარიას ეს ნაბიჯი, ამ ბრძოლაში აღქმული უნდა იყოს ისე, რომ რეჟიმთან ბრძოლაში უკან დახევა აღარ არსებობს,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივნის მოადგილემ, ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ამ ვითარებაში, რომელშიც ახლა ქვეყანაა მთავარი ორიენტაცია ქუჩის პროტესტზე უნდა იყოს გადასული.
„ქვეყანაში გვაქვს მძიმე მდგომარეობა, როდესაც ადამიანები მიმართავენ პროტესტის უკიდურეს ფორმას გამომდინარე იქიდან, რომ ქვეყანაში არის ეგზისტენციალური საფრთხე არა მხოლოდ კონკრეტული ჯგუფებისთვის, არამედ მთელი ქვეყნისთვის, მათ შორის ადამიანები სწირავენ არა მხოლოდ თავისუფლებას, არამედ ჯანმრთელობას და სიცოცხლეს. ელენე ხოშტარიას ეს ნაბიჯი, ამ ბრძოლაში აღქმული უნდა იყოს ისე, რომ რეჟიმთან ბრძოლაში უკან დახევა აღარ არსებობს, ნებისმიერ შუალედურ მექანიზმზე საუბარი არის ღალატი, ამიტომ ყველა უნდა ვიყოთ ორიენტირებული ქუჩის პროტესტზე და მათ შორის, წინააღმდეგობაში – სრულ ერთიანობაზე, ბოიკოტში და არა სხვა ფორმატში.“- განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ნათია ფანჯიკიძე: თემურის მსგავსი ათი რომ გვყავდეს კიდევ, ეს ქვეყანა ელვის სისწრაფით გაიჭრებოდა წინ-მეთქი, ხშირად ვამბობდი. მისთვისაც მითქვამს. საქართველოს ვუსამძიმრებ განსაკუთრებული ადამიანის დაკარგვას

ალექსანდრე დარახველიძე სიძულვილის ენის შემსწავლელ სამმართველოზე – ეფექტი არის – ჩვენი თანამშრომლები ადასტურებენ, რომ თუკი მანამდე ხშირი იყო შეურაცხყოფის შემთხვევები, ბოლო პერიოდში ასეთი ქმედებები მნიშვნელოვნად შემცირდა