: სამწუხაროდ ისტორიას არ აინტერესებს, ჩვენ რას ვგრძნობთ

“ვინც ფიქრობს, რომ ელენე ხოშტარიას გადაწყვეტილება არის ემოციური, ფსიქოლოგიური ხასიათით ნაკარნახევი და არა ცალსახად პოლიტიკური, მწარედ სცდება. ზოგადადაც, ძალიან ბევრს ვწერთ და ვღაღადებთ ჩვენს ემოციურ მდგომარეობაზე, რაც გასაგებია, მაგრამ პრინციპში სრულიად გამოუდეგარი ამ დიდი ბრძოლის პირობებში, რომელიც რუსებთან და მის აქაურ სატრაპებთან გვაქვს – სამწუხაროდ ისტორიას არ აინტერესებს, ჩვენ რას ვგრძნობთ. შევიგნოთ, რომ ვართ პოლიტიკურ და ისტორიულ ბრძოლაში და არა განგრძობით “თერაპიულ სეანსზე”. ელენე ხოშტარია იმიტომ კი არ აზიანებს თავის ჯანმრთელობას, რომ სუიციდალური ვნებებით არის მოცული და “სხვა არ იცის, რა ქნას”, არამედ იმიტომ რომ პოლიტიკურ ბრძოლაშია საქართველოსთვის. ჩვენი სინდისის პატიმრები და პოლიტპატიმრებიც იმიტომ არ ეგუებიან რუსულ რეჟიმს, რომ იბრძვიან და არა იმიტომ, რომ მათზე ვიგლოვოთ და “პოლიტიკური წირვა” გამოვუყვანოთ. ელენეს ჯანმრთელობისთვის კი ეს მართლაც საგანგაშოა. არსობრივად კი – ჯერ კიდევ ოქტომბრიდან ამას ვჩივი (ჩემმა მეგობრებმა ეს იციან), – კარგი იქნება, თუკი ცოტათი ემოციების და “ისტერიკის” მართვას ვისწავლით. აგერ ქოცები კი ახერხებენ ამას ჩვენგან განსხვავებით: არალეგიტიმურები არიან, ევროპაში შესვლის ეშინიათ, ქუჩაში ვერ დადიან, პრობლემები აქვთ, მაგრამ უშფეთველობის ნიღაბს წარმატებულად ირგებენ სახეზე, რაც ნამდვილად მუშაობს. გავიაზროთ, რომ პოლიტიკურ ბრძოლაში ვართ და ყველა ჟესტი, სიტყვა თუ ქმედება ამ ბრძოლის ნაწილად აღიქმება,” – წერს სოციალურ ქსელში მწერალი .

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – 2028 წლის 28 ოქტომბერს გაიმართება არჩევნები, როგორც წესი და რიგია – ოპოზიციის საუბრები რიგგარეშე არჩევნებზე ცარიელი ფარსია, თვითონ არ აწყობთ, ურჩევნიათ, 3 წელი დაიცადონ, ოღონდ კიდევ ერთხელ არ მოეჭრათ თავი

პრემიერი – კონსტიტუციის დარღვევით, ტერმინი „სამხრეთ ოსეთი“ და შესაბამისი საზღვრები აღადგინა სააკაშვილის რეჟიმმა, რაც იყო ღალატი – როგორ შეიძლება, ის, რაც არის ღალატის პირმშო, დარჩეს ქართულ კანონმდებლობაში?