მისცემენ თუ არა იუმორისტ ონისე ცხადაძეს მამის დაკრძალვაზე მისვლის უფლებას?

მისცემენ თუ არა იუმორისტ ონისე ცხადაძეს საკუთარი მამის დაკრძალვაზე მისვლის უფლებას? პროკურატურა თანახმაა, რომ რამდენიმე საათით სინდისის პატიმარმა ციხე დატოვოს და მამის სამძიმარზე საბადარგო სამსახურის დახმარებით მივიდეს. ახლა ჯერი ციხის ადმინისტრაციაზეა.
დილიდან თერჯოლაში ონისე ცხადაძის მამის სამძიმარი მიდის, მამის რომელიც სიცოცხლის ბოლო წუთამდე ამბობდა რომ მისი შვილი უდანაშაულოდ ისჯება და აქციებზეც აქტიურად მოდიოდა სინდისის პატიმრების გათავისუფლების მოთხოვნით.
გაითვალისწინა პროკურატურამ ადვოკატის თხოვნა, პროკურორი ვაჟა თოდუა დაეთანხმა ჩემი ძმის გამოყვანას, რისთვისაც მადლობლები ვართ. მაგრამ არ ვიცით, ეს როდის იქნება, რა ხანგრძლივობით იქნება”, – ამბობს ონისე ცხადაძის ძმა.
კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა წინაპირობა, ყველა სამართლებრივი საფუძველი სახეზეა, რომ პენიტენციურმა სამსახურმა მოახდინოს მამის დაკრძალვის დღეს ონისეს გადაყვანა საკუთარ სახლში. მე არ ველოდები სხვა გადაწყვეტილებას, გარდა იმისა, რომ ისინი დააკმაყოფილებენ ამ მოთხოვნას”, – აცხადებს ადვოკატი.