ოპოზიციამ “შესანიშნავი” ქომაგი მოძებნა – დავით ჩიხელიძე

რა გასაკვირია, რომ ოპოზიციის მხარდამჭერად ისეთი გახრწნილი მექრთამე მოევლინა, როგორც თვითონ ოპოზიცია არის, – წერს ექსპერტი დავით ჩიხელიძე დანიის საგარეო საქმეთა მინისტრ ლოკე რასმუსენის შესახებ.
ექსპერტის განცხადებით, ოპოზიციამ, ქრთამის შეთავაზებით, პედოფილიის დამალვითა და ხელშეწყობით ცნობილი რასმუსენის სახით, “შესანიშნავი” ქომაგი მოძებნა.
“ოპოზიციამ “შესანიშნავი” ქომაგი მოძებნა, საუბარია დანიის საგარეო საქმეთა მინისტრ ლოკე რასმუსენზე, რომლის შესახებ არაერთი სკანდალური მასალა არსებობს, მათ შორის ქრთამის შეთავაზება, პედოფილიის დამალვა/ხელშეწყობა და ა.შ. რა გასაკვირია, რომ ოპოზიციის მხარდამჭერად ისეთი გახრწნილი მექრთამე მოევლინა, როგორც თვითონ ოპოზიცია არის! საზოგადოებას კარგად ახსოვს ევროკავშირში მომხდარი კორუფციული სკანდალები, რომელსაც რამდენიმე დეპუტატის დაპატიმრება მოჰყვა, ბატონი ლოკე კორუფციის მოყვარულთა რიგებს მიეკუთვნება, მაგრამ როგორც ჩანს ხელშეუხებელია, რადგან დამკვეთების დავალების კარგი შემსრულებელია. კიდევ გაქვთ კითხვა რატომ იცავენ დასავლეთში ოპოზიციას? ამის ორი მიზეზი არსებობს, საერთო პატრონები და საკუთარი აგენტურის გადარჩენა და ფული, რომლითაც ისინი ხელმძღვანელობენ!” – წერს ჩიხელიძე სოციალურ ქსელში.

ასევე დაგაინტერესებთ

ზაალ ანჯაფარიძე: თუ წინა წლებში მავნებელთა შეგნებულად გავრცელებულ დეზინფორმაციაზე ზოგჯერ წაყრუებაც ხდებოდა, ახლა ეს კომფორტი დეზინფორმატორებს აღარ აქვთ და რეაგირება არის მყისიერი და მკაცრი

ჯაბა ხუბუა: არც პირადად მე და ინციდენტში მონაწილე არცერთ ადამიანს ელიზბარაშვილის წინააღმდეგ საჩივარი არ შეუტანია, საქმე აღძრა სამართალდამცავმა უწყებამ. სხვა ყველაფერი დანარჩენი არის დაინტერესებული მხარის ინტერპრეტაცია და მტკნარი სიცრუე, რომელსაც რეალობასთან არავითარი კავშირი არა აქვს