ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი, კასპარ ველდკამპი ეხმაურება საქართველოში ოპოზიციონერი ლიდერების სისხლისსამართლებრივ დევნას. ველდკამპი მოუწოდებს “ქართულ ოცნებას” შეასრულოს საერთაშორისო ვალდებულებები და დაიცვას დემოკრატიული პრინციპები.
“ქართული ოცნების” ხელისუფლების მიერ ოპოზიციის ლიდერების დაკავება და გასამართლება, სამოქალაქო საზოგადოების დევნა ქვეყნის დემოკრატიას უდიდეს დარტყმას აყენებს. საქართველოს ხელისუფლებას მოვუწოდებ, შეასრულოს დემოკრატიული პრინციპებისა და კანონის უზენაესობის მიმართ ქვეყნის მიერ აღებული საერთაშორისო ვალდებულებები”, – წერს ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი პლატფორმა X-ზე.
