ელენე ხოშტარიას სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის ქალი წევრები სოლიდარობას უცხადებენ და საზოგადოებას 29 ივნისს, პარლამენტთან მისვლისკენ მოუწოდებენ.
სხვადასხვა პოლიტიკური ძალის პოლიტიკოსებმა, რომლებიც პარლამენტთან შეიკრიბნენ ერთობლივი განცხადება გაავრცელეს.
ისინი საზოგადოებას, ხვალ, 29 ივნისს პარლამენტთან მისვლისკენ და „რეჟიმის ჩამონგრევისკენ მოუწოდებენ“.
„ქალები სხვადასხვა პოლიტიკური პარტიიდან მოვედით პარლამენტთან ელენე ხოშტარიასთვის სოლიდარობის გამოსაცხადებლად. მას როგორც პოლიტიკოსს, როგორც ქალს, როგორც დედას ვუცხადებთ სოლიდარობას და ვაფასებთ ამ თავგანწირვის აქტს. ამავდროულად ჩვენ ერთად მოვუწოდებთ საზოგადოების იმ ნაწილს, რომელიც ცხადად ხედავს და გააზრებული აქვს სიტუაციისა და ვითარების სიმძიმე, ამიტომ გთხოვთ 29 ივნისს, საღამოს 19:00 საათზე ოჯახებით მივიდეთ პარლამენტთან და სოლიდარობა და მხარდაჭერა გამოვუცადოთ პოლიტიკოსებს, სინდისის პატიმრებს, რეჟიმის ტყვეებსა და ქალ პოლიტპატიმრებს, რომ ჩვენ რეჟიმის ჩამონგრევა შევძლოთ“ – აცხადებენ ქალი პოლიტიკოსები.
ცნობისთვის, ხვალ, 29 ივნისს 19:00 საათზე საქართველოს პარლამენტთან აქციაა დაანონსებული, რომელსაც როგორც პოლიტიკური პარტიების წევრები, ისე საზოგადოებრივი ჯგუფებიც უერთდებიან.
