გედევან ფოფხაძე შიმშილობას იწყებს – “ვუერთდები ელენე ხოშტარიას”

ელენე ხოშტარიას გედევან ფოფხაძეც შეუერთდა – პოლიტიკოსი შიმშილობას იწყებს. ფოფხაძე რსუტაველის გამზირზე იმყოფება და როგორც ის ჟურნალისტებთან აცხადებს, “ამ რეჟიმთან დღეს რაიმე სახის თანამშრომლობა შეუძლებელია”

“მე ვუერთდები ელენე ხოშტარიას აქციას. მეც დღეიდან ვიწყებ შიმშილობას. აბსოლუტურად ვეთანხმები ელენეს, რომ შეუძლებელია ამ რეჟიმთან დღეს რაიმე სახის თანამშრომლობა. შექმნილია უკანონო სისტემა ადამიანების რეპრესიული დევნის. არის არალეგიტიმური სახელმწიფო სისტემა, რომელიც ემსახურება ერთი ადამიანის კერძო ინტერესებს და ამ ყველაფერს თუ არ დავუპირისპირდით ჩვენი თავგანწირვით და პრინციპული პოზიციით და რაიმე ელემენტი დავტოვეთ მათთან შესაძლო თანამშრომლობის, ჩვენ ამით ვღალატობთ იმ ხალხსც რომელიც ციხეში ზის და იმ ხალხსაც, რომელსაც ჯერ კიდევ აქვს იმედი საქართველოს დემოკრატიული, ევროპული მომავლის, ამიტომ მგონია, რომ ეს არის სწორი ფორმა ბრძოლის.ან სიკვდილი ან გამარჯვება- ეს არის ჩენი პოზიცია. ამიტომ მე ვარ დღეს ელენეს გევრდით და ვიწყებ შიმშილობას” – განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი – კონსტიტუციის დარღვევით, ტერმინი „სამხრეთ ოსეთი“ და შესაბამისი საზღვრები აღადგინა სააკაშვილის რეჟიმმა, რაც იყო ღალატი – როგორ შეიძლება, ის, რაც არის ღალატის პირმშო, დარჩეს ქართულ კანონმდებლობაში?

ირაკლი კობახიძე – 2028 წლის 28 ოქტომბერს გაიმართება არჩევნები, როგორც წესი და რიგია – ოპოზიციის საუბრები რიგგარეშე არჩევნებზე ცარიელი ფარსია, თვითონ არ აწყობთ, ურჩევნიათ, 3 წელი დაიცადონ, ოღონდ კიდევ ერთხელ არ მოეჭრათ თავი