რუსებმა ოდესას დრონების გამოყენებით დაარტყეს – არის მსხვერპლი

რუსებმა ოდესას დრონების გამოყენებით დაარტყეს, არის მსხვერპლი, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ოდესის საოლქო-სამხედრო ხელმძღვანელზე, ოლეგ კიპერზე დაყრდნობით ავრცელებს.
ოდესის საოლქო-სამხედრო ხელმძღვანელის, ოლეგ კიპერის ცნობით, რუსების მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად ქალაქ ოდესაში ცოლ-ქმარი დაიღუპა.
უკრაინის სახელმწიფო საგანგებო სიტუაციების სამსახურში განაცხადეს, რომ რუსულმა ძალებმა ოდესაში საცხოვრებელ კორპუსს დაარტყეს, რის შედეგადაც, შენობის მე-7, მე-8 და მე-9 სართულებზე ხანძარი გაჩნდა.
„მაშველებმა 5 ადამიანი გადაარჩინეს, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვი“, – აღნიშნულია საგანგებო სიტუაციების სამსახურის განცხადებაში.