ლიეტუვის საგარეო უწყება – მკაცრად ვგმობთ საქართველოში რეპრესიებს – პოლიტიკურად დევნილები უნდა გათავისუფლდნენ, ჩართული პირები კი დასანქცირდნენ

„ქართული ოცნების“ ქმედებები ფუნდამენტურ პრინციპებს არღვევს, რომლებზეც საქართველოსთან ევროკავშირის ურთიერთობებია აშენებული, პოლიტიკურად დევნილი აქტივისტები უნდა გათავისუფლდნენ; ჩართული პირები სანქციების წინაშე უნდა დადგნენ, – ამის შესახებ განცხადებას ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
„მკაცრად ვგმობთ საქართველოში რეპრესიებს, როდესაც ყოველდღე სულ უფრო მეტ ოპოზიციონერ ლიდერს აპატიმრებენ. „ქართული ოცნების” ქმედებები ფუნდამენტურ პრინციპებს არღვევს, რომლებზეც საქართველოსთან ევროკავშირის ურთიერთობებია აშენებული. პოლიტიკურად დევნილი აქტივისტები უნდა გათავისუფლდნენ; ჩართული პირები სანქციების წინაშე უნდა დადგნენ,” – ნათქვამია განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან სამუშია – „ქართული ოცნება“ მშვიდობის ნიღბით შენიღბული ქვეყნის უბედურებაა – მოქალაქეების მიმართ ყველგან ზეწოლაა, თავად კი სახლში ოქროს ზოდებს ინახავენ და ათი ათასობით ხელფასს ინიშნავენ