უკრაინის უსაფრთხოების სამსახური – უკრაინამ რუსეთის სიღრმეში ორი ბომბდამშენი გაანადგურა და კიდევ ორი დააზიანა

უკრაინამ რუსეთის სიღრმეში ორი ბომბდამშენი გაანადგურა და კიდევ ორი დააზიანა. ამის შესახებ განცხადებას უკრაინის უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.
განცხადების თანახმად, უკრაინულმა ძალებმა 27 ივნისის ღამეს რუსეთის ვოლგოგრადის ოლქის მარინოვკას აეროდრომზე ორი რუსული გამანადგურებელ-ბომბდამშენი გაანადგურეს და კიდევ ორი დააზიანეს.
„უკრაინის შეიარაღებული ძალების სპეციალური ოპერაციების ძალებმა და უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ერთობლივი სპეცოპერაცია ჩაატარეს, რომლის შედეგადაც აეროდრომ მარინოვკაზე ორი რუსული გამანადგურებელ-ბომბდამშენი “სუ-34” გაანადგურეს და კიდევ ორი დააზიანეს“, – ნათქვამია განცხადებაში.
განცხადებაში აღინიშნება, რომ რუსულ საბრძოლო თვითმფრინავებს შორი მანძილის დრონების დაარტყეს.
დარტყმის შედეგად ასევე ხანძარი გაჩნდა აეროდრომის ტექნიკურ-საექსპლუატაციო ნაწილში, რომელიც სამხედრო ობიექტის კრიტიკულად მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურას წარმოადგენს.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა კერესელიძე – ყულევის ქარხნის დასანქცირება ეკონომიკაზე გავლენას მოახდენს, მაგრამ უფრო მეტად ქვეყნის რეპუტაციაზე აისახება, აშშ-ის თავდაცვის და სახელმწიფო მდივნის ანგარიშები კი მკაცრი იქნება, „ოცნებას“ მოუწევს პოზიციების შეცვლა