რიჰარდს კოლსი – ყოველი დაკავებული აქტივისტითა და გაჩუმებული ხმით საქართველო სულ უფრო ემსგავსება ბელარუსს, მოქმედების დროა – მხოლოდ სიტყვები რეპრესიებს არ გააჩერებს

ყოველი დაკავებული აქტივისტითა და გაჩუმებული ხმით საქართველო სულ უფრო ემსგავსება ბელარუსს, მოქმედების დროა, – ასე ეხმაურება ევროპარლამენტარი, რიჰარდს კოლსი გივი თარგამაძის დაკავებას. მისი თქმით, მხოლოდ სიტყვები რეპრესიებს არ გააჩერებს.
„ყოველი დაკავებული აქტივისტითა და გაჩუმებული ხმით საქართველო სულ უფრო ემსგავსება ბელარუსს. ევროპარლამენტმა არაერთხელ მოითხოვა მკაცრი სანქციები მათ წინააღმდეგ, ვინც ხელს უწყობს ამ ავტორიტარულ სვლას. მოქმედების დროა – მხოლოდ სიტყვები რეპრესიებს არ გააჩერებს“, – წერს კოლსი.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან სამუშია – „ქართული ოცნება“ მშვიდობის ნიღბით შენიღბული ქვეყნის უბედურებაა – მოქალაქეების მიმართ ყველგან ზეწოლაა, თავად კი სახლში ოქროს ზოდებს ინახავენ და ათი ათასობით ხელფასს ინიშნავენ