აგენტურული ტელევიზიები კორუფციაში ბრალს სდებენ მათ, ვინც ყველაზე მეტად ებრძვის კორუფციას. ბედავენ შანტაჟსაც კი, თუ ისინი არ „დალაგდებიან“ მათთან. ყველას მოვუწოდებ, ნუ დაექვემდებარებიან ნურავის შანტაჟს

აგენტურული ტელევიზიები კორუფციაში ბრალს სდებენ მათ, ვინც ყველაზე მეტად ებრძვის კორუფციას. ბედავენ შანტაჟსაც კი, თუ ისინი არ „დალაგდებიან“ მათთან. ყველას მოვუწოდებ, ნუ დაექვემდებარებიან ნურავის შანტაჟს
აგენტურული ტელევიზიები კორუფციაში ბრალს სდებენ მათ, ვინც ყველაზე მეტად ებრძვის კორუფციას. ბედავენ შანტაჟსაც კი, თუ ისინი არ „დალაგდებიან“ ამ საინფორმაციო საშუალებებთან. ყველას მოვუწოდებ, ნუ დაექვემდებარებიან ნურავის შანტაჟს, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.
მისი თქმით, ყველა პოლიტიკოსის თუ საჯარო მოხელის მთავარი იარაღი არის სიმართლე და ამიტომ აგენტურული ტელევიზიების მხრიდან წამოსული შანტაჟის არ უნდა შეეშინდეთ.
„ბოლო დროს, მათ შორის აგენტურული ტელევიზიების მხრიდან შეიმჩნევა ახალი ტენდენცია. როგორც ჩანს, როგორც კი ფული მოაკლდათ, გარედან დაფინანსებული, იმ წუთასვე გადავიდნენ ასეთ საინფორმაციო პოლიტიკაზე – განსაკუთრებით კორუფციაში ბრალს სდებენ იმ ადამიანებს, ვინც ყველაზე მეტად ებრძვის კორუფციას. გვაქვს მოცემულობა, როდესაც ისინი ბედავენ შანტაჟსაც კი კონკრეტული, პატიოსანი მოხელეების, მათ შორის ბიზნესების, რომ ისინი თუ არ „დალაგდებიან“ ამ საინფორმაციო საშუალებებთან, ისინი მოახდენენ მათ დისკრედიტაციას. ვიღაცები შეშინებულები „ულაგდებიან“ კიდეც. ყველას მოვუწოდებ, რომ ნუ დაექვემდებარებიან ნურავის შანტაჟს, მართალ და სუფთა ადამიანს არაფრის უნდა ეშინოდეს. რაც არ უნდა დააბრალონ პატიოსან მოხელეს თუ პოლიტიკოსს, ვერაფერს დააკლებენ იმიტომ, რომ სიმართლე არის ერთი და ამ სიმართლის გატანა გაცილებით მარტივია. ეს შემთხვევით არ მითქვამს და ბევრს ძალიან ცუდად მოხვდებოდა ყურში და გულზე“, – განაცხადა მ.

ასევე დაგაინტერესებთ

„ხელოვნური კონსტრუქტი“, რომელსაც ევროკავშირი ჰქვია, თავისი არაარჩევითი ბიუროკრატიული მოხელეებით, აშშ-სგან საკუთარი „ღირებულებების“ პატივისცემას და სუვერენიტეტის დაცვას მოითხოვს

მისასალმებელია მთავრობის ინიციატივა ფასების რეგულირებასთან დაკავშირებით. დადასტურდა, რომ ჩვენთან კომპანიები წეწავდნენ ხალხს და 14%-ით უფრო მაღალ მოგებებზე გადიოდნენ ვიდრე ევროპის ქვეყნებში – ახლა ველოდებით ამის აღსრულებასა და კონკრეტულ შედეგებს

ამერიკამ ლიბერალი ფაშისტების სანქცირება დაიწყო- ამათთვის სანქცირება სიკვდილს ნიშნავს, ჩემთვის კი პატივია, საქართველოს ინტერესების დაცვისათვის ბრძოლაში დასანქცირება გადამთიელი უცხოელებისგან