UK ქართული ბიზნესისთვის სანქციებთან დაკავშირებით სახელმძღვანელო მითითებებს აქვეყნებს

გაერთიანებული სამეფოს მთავრობამ გამოაქვეყნა ახალი სახელმძღვანელო სანქციების შესახებ.
ორ — ქართულ და ინგლისურ — ენაზე გამოქვეყნებული სახელმძღვანელო, ბრიტანეთის მთავრობის განცხადებით, ასახავს საქართველოსა და დიდი ბრიტანეთის კანონმდებლობას სანქციებთან დაკავშირებით და წარმოადგენს პრაქტიკულ რეკომენდაციებს, რომლებიც ბიზნესებს დაეხმარება სანქციებთან დაკავშირებული რისკების მართვაში და შესაბამისობის უზრუნველყოფაში.
„სახელმძღვანელო გამოცემულია გაერთიანებული სამეფოს მთავრობის მიერ, რათა დაეხმაროს ბიზნესებს საქართველოში, იცოდნენ შემდეგი:
· შეზღუდვები საქართველოს ეროვნულ კანონმდებლობაში, რომლებიც ეხება გაერთიანებული სამეფოსა და ს მიერ სანქცირებულ პირებთან საქმიანობას
· გაერთიანებული სამეფოსა და სხვა საერთაშორისო ბანკებისა და მიმწოდებლების მიერ გაწეულ მომსახურებებსა და მიწოდებულ საქონელზე წვდომის დაკარგვის რისკები. ეს შეიძლება მოხდეს იმ შემთხვევაში, თუ ისინი ივარაუდებენ, რომ თქვენ შეიძლება გქონდეთ საქმე სანქცირებულ პირებთან ან მოახდინოთ სანქცირებული საქონლის რუსეთში გატანა
· გადადგათ პრაქტიკული ნაბიჯები თქვენი ბიზნესის პოტენციურად მძიმე შეფერხების რისკების სამართავად“, — ნათვამია დოკუმენტში.
სახელმძღვანელოში აღნიშნულია, რომ რუსეთი ყველაფერს აკეთებს სანქციების გვერდის ავლისთვის და განაგრძობს დასავლური სამხედრო, ორმაგი გამოყენების და სხვა პოტენციურად საშიში საქონლის, მათ შორის საბრძოლო ტექნოლოგიების შესყიდვას მესამე ქვეყნებისგან — რუსეთი ეყრდნობა თვალთმაქცურ ტაქტიკას, როგორიცაა არაპირდაპირი გადაზიდვის მარშრუტები, საქონლის საბოლოო გამოყენების გაყალბება და თავის არიდების პროფესიონალური ქსელები.
მაგალითად, საქართველოს კონტექსტში, სახელმძღვანელოს თანახმად, ეს შეიძლება მოიცავდეს შემდეგს:
· საქართველოში მოქმედმა კომპანიამ შეიძლება მიიღოს შეკვეთა რუსი იმპორტიორისგან იმ საქონელზე, რომელზეც ვრცელდება გაერთიანებული სამეფოს სანქციები და ამიტომ მისი მიღება შეუძლებელია უშუალოდ გაერთიანებული სამეფოდან.
· ქართული კომპანია შეუკვეთავს საქონელს მიმწოდებელს გაერთიანებული სამეფოდან ისე, რომ არ აცნობებს მას ან სხვა მონაწილე პირებს (როგორიცაა ბანკები, დამზღვევები, გადამზიდავები), რომ საქონლის საბოლოო მომხმარებელი იმყოფება რუსეთში.
· გაერთიანებული სამეფოს მიმწოდებელს საქონელი გადააქვს ქართულ კომპანიაში, რომელიც შემდეგ ახდენს მის რეექსპორტს რუსეთში.
მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ გაერთიანებული სამეფოს პირები არიან იურიდიულად ვალდებულნი, დაიცვან ეს სანქციები, გაერთიანებული სამეფოს გარეთ არსებული პირები, რომლებიც ხელს უწყობენ სანქციებისთვის გვერდის ავლას, გარკვეული რისკების წინაშე დგანან.
„გაერთიანებულმა სამეფომ შეიძლება სანქციები დაგაკისროთ უშუალოდ თქვენ, როგორც ფიზიკურ პირს ან იმ ორგანიზაციას, რომლებსაც ფლობთ ან აკონტროლებთ, თუ ჩართული ხართ საქმიანობაში, რამაც შეიძლება ხელი შეუწყოს რუსეთის ში შეჭრას. გაერთიანებულმა სამეფომ ამ საფუძველზე უკვე დაუწესა სანქციები მესამე ქვეყნების მთელ რიგ ბიზნესებს, რომლებიც აღმოჩნდა, რომ ჩართულები იყვნენ ისეთ საქმიანობაში, რაც აფერხებს გაერთიანებული სამეფოს სანქციების მიზნებს რუსეთის წინააღმდეგ.
იმ შემთხვევაშიც კი, თუ არ ხართ გაერთიანებული სამეფოს მიერ სანქცირებული პირი, გაერთიანებული სამეფოს სანქციების დაწესებამ შეიძლება სერიოზული გავლენა მოახდინოს თქვენს ბიზნესზე და სხვა ფინანსურ გარიგებებზე. გაერთიანებული სამეფოს სანქციები ავალდებულებს გაერთიანებული სამეფოს მოქალაქეებსა და ორგანიზაციებს ყველგან. აქედან გამომდინარე, თუ თქვენ გაერთიანებული სამეფოს მიერ მითითებული ხართ, ეს ხელს შეუშლის გაერთიანებული სამეფოს მოქალაქეებს, ბიზნესებსა და გაერთიანებული სამეფოს ნებისმიერ სხვა პირს, უზრუნველყონ თქვენთვის წვდომა გაერთიანებული სამეფოს ეკონომიკაზე. გარდა ამისა, ბევრმა საერთაშორისო ბიზნესმა შეიძლება ნებაყოფლობით თქვას უარი თქვენთან ბიზნესის კეთებაზე – ქმედება, რომელსაც ხშირად აღწერენ, როგორც რისკის შემამცირებელ ფაქტორს“, — ნათქვამია სახელმძღვანელოში.
სახელმძღვანელოს თანახმად, პრაქტიკაში ეს შეიძლება შემდეგს ნიშნავდეს:
· გაერთიანებული სამეფოს ყველა კომპანიამ და ბევრმა საერთაშორისო კომპანიამ შეიძლება უარი თქვას თქვენთან, ისევე როგორც იმ ორგანიზაციებთან ბიზნესის კეთებაზე, რომლებსაც ფლობთ ან აკონტროლებთ. ეს შეიძლება იმას ნიშნავდეს, რომ გაერთიანებული სამეფოს კომპანიები უარს ამბობენ თქვენთვის საქონლის მიწოდებაზე, თქვენგან საქონლის შეძენაზე, თქვენი აღჭურვილობის შეკეთებაზე ან მომსახურებაზე, ან პროფესიონალური და საქმიანი მომსახურების გაწევაზე;
· გაერთიანებული სამეფოს ყველა ბანკმა და ბევრმა საერთაშორისო ბანკმა შეიძლება გაყინოს თქვენი ნებისმიერი აქტივი, რომელსაც ისინი განკარგავენ და უარი თქვას თქვენს მომსახურებაზე;
· თუ გაერთიანებული სამეფოს კომპანიებმა უნდა უზრუნველყონ დაზღვევა ან გადაზიდვა/სატვირთო მომსახურება, ისინი ასევე უარს იტყვიან თქვენს ბიზნესთან რაიმე კავშირზე, თუ თქვენ ან რომელიმე სხვა მხარე ან მასთან დაკავშირებული საქონელი სანქცირებულია.
გაერთიანებული სამეფოს მთავრობის მიერ გამოქვეყნებული სახელმძღვანელო სრულად შეგიძლიათ ნახოთ ბმულზე:
· გაერთიანებული სამეფოს სანქციები: სახელმძღვანელო მითითებები ქართული ბიზნესებისთვის
იდენტური სახელმძღვანელოები გამოაქვეყნა გაერთიანებულმა სამეფომ სომხური, ყაზახური, ყირგიზული და უზბეკური ბიზნესისთვის.