ალექსანდრ სირსკი – ყველაზე ცხელ წერტილში, პოკროვსკის მიმართულებით რუსეთს 111 000-მდე ჯარისკაცი ჰყავს განლაგებული, რაც მის მიერ ჯარისკაცების ყველაზე მასშტაბური მობილიზებაა

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი ალექსანდრ სირსკი აცხადებს, რომ რუსეთ-უკრაინის ომის ყველაზე ცხელ წერტილში, პოკროვსკის მიმართულებით რუსეთს დაახლოებით 111 000 ჯარისკაცი ჰყავს განლაგებული, რაც ომის დაწყებიდან დღემდე, მოსკოვის მიერ ჯარისკაცების ყველაზე მასშტაბური მობილიზებაა.
მისი თქმით, პოკროვსკის მიმართულება რუსეთ-უკრაინის ომის ფრონტის მთელ 1200-კილომეტრიან მონაკვეთზე ყველაზე ცხელი რჩება.
უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის განცხადებით, აღნიშნული მიმართულებით, ყოველდღიურად სულ მცირე ორმოცდაათი საბრძოლო შეტაკება ხდება და მტერი არ წყვეტს დონეცკის ოლქის ადმინისტრაციული საზღვრის გარღვევის მცდელობებს.

ასევე დაგაინტერესებთ

თამარ ჩერგოლეიშვილი: ბიძინა ივანიშვილი ახლა ისეთ მდგომარეობაშია, რომ უკან დახევის ფუფუნება არ აქვს. რეპრესიებით უჭირავს ეს ყველაფერი და რეპრესიები თუ აუშვა, მაშინ იწყება ზუსტად ავტოკრატებისთვის საშიში დრო, ჩამოინგრევიან