სომხეთის საგამოძიებო კომიტეტმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა იმ მოქალაქეების წინააღმდეგ, რომლებმაც ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის მიერ მთავარეპისკოპოს მიქაელ აჯაფახიანის დაკავებას ხელი შეუშალეს, – ამის შესახებ საგამოძიებო კომიტეტის განცხადებაშია აღნიშნული.
უწყების ცნობით, ამ პირების ქმედებები კვალიფიცირებულია, როგორც მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლა.
საგამოძიებო კომიტეტი მოქალაქეებს განუმარტავს, რომ სამართალდამცავი ორგანოების კანონიერ საქმიანობაში ჩარევა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაკისრებას იწვევს და მოუწოდებს, საკუთარი პოზიციის გამოხატვისას სამართლებრივი ჩარჩოები დაიცვან.
