ვისთან ერთად მოდის “მთავარი არხის” დამფუძნებელი პოლიტიკაში? | ნიკა გვარამიას გეგმები

ნიკა გვარამია დიდ პოლიტიკაში – სა და ქართული ოცნების ყოფილი პოლიტპატიმარი ოლიგარქიულ რეჟიმთან ახალ და კიდევ უფრო მასშტაბურ ბრძოლაში შედის. მკაფიოდ გარკვეულია ერთი – არცერთ პოლიტიკურ გუნდს არ უერთდება და ქმნის ახალ პლატფორმას, რომელიც კომპეტენტურ, გამბედავ და შეუპოვარ ადამიანებს გააერთიანებს. მეტი დეტალი ამ ეტაპზე ცნობილი არ არის , თუმცა საბოლოო კონტურები სულ მალე გახდება ცნობილი.
რა პოლიტიკური კონფიგურაციით და ვისთან ერთად მოდის “მთავარი არხის” დამფუძნებელი პოლიტიკაში ეს თებერვალში გაირკვევა. , ელენე ხოშტარია და ზურა გირჩი ჯაფარიძე ის პოლიტიკური ლიდერები არიან, ვისთანაც ამ ეტაპზე კონსულტაციები მიმდინარეობს. ნიკა გვარამია იმ პოლიტიკურ ძალებსაც ღიად ასახელებს, ვისთანაც გამორიცხავს პოლიტიკურ თანამშრომლობას.