აბსოლუტურად ყველა მიმართულებით გვაქვს ხელშესახები წინგადადგმული ნაბიჯები – კახა კალაძე

აბსოლუტურად ყველა მიმართულებით გვაქვს ხელშესახები წინგადადგმული ნაბიჯები –
„შეიძლება ითქვას, რომ აბსოლუტურად ყველა მიმართულებით გვაქვს ხელშესახები წინგადადგმული ნაბიჯები“, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს პარლამენტში პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ყოველწლიური მოხსენების დასრულების შემდეგ განუცხადა.
„პირველ რიგში, მინდა, წარმატებები ვუსურვო პრემიერ-მინისტრს, ბატონ ირაკლი ს, რომელსაც ძალიან მნიშვნელოვანი გამოსვლა ჰქონდა პარლამენტში. პრემიერმა წარადგინა კონკრეტული შედეგები ყველა მიმართულებით. გაკეთებული იყო სიღრმისეული ანალიზი. ხაზი გაესვა ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით რა გაკეთდა ბოლო წლების განმავლობაში, რა მიღწევები გვაქვს. ასევე, საუბარი შეეხო გამოწვევებს და ასევე იმას, თუ რა უნდა გაკეთდეს, რათა გავაუმჯობესოთ კონკრეტული მიმართულებები. შეიძლება ითქვას, რომ აბსოლუტურად ყველა მიმართულებით გვაქვს ხელშესახები წინგადადგმული ნაბიჯები. ცხადია, არსებობს გამოწვევები და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს გამოწვევები იქნას დაძლეული. პრემიერ-მინისტრს თავის გუნდთან, ხელისუფლებასთან ერთად, მინდა წარმატებები ვუსურვო. მომავალი წლები ძალიან საპასუხისმგებლო და მნიშვნელოვანია“, – განაცხადა კახა კალაძემ.
ასევე, დედაქალაქის მერმა ხაზი გაუსვა მუნიციპალიტეტებში განხორციელებულ პროექტებს.
„ბოლო წლების განმავლობაში დიდი ყურადღება ეთმობა მუნიციპალიტეტებს, ყველა რეგიონში გვაქვს ძალიან კარგი პროექტები განხორციელებული. ცხადია, არსებობს გამოწვევებიც. მე, როგორც დედაქალაქის მერი, ვიტყვი, რომ თბილისში 2017 წლიდან მოყოლებული შთამბეჭდავი პროექტები განვახორციელეთ ყველა მიმართულებით, ეს იქნება ინფრასტრუქტურა, რეკრეაციული სივრცეების შექმნა, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოწესრიგება-განახლება თუ სხვა. ცხადია, არსებობს გამოწვევები, პრობლემებიც, ყველა ამ ქალაქში ვცხოვრობთ და მომდევნო ოთხი წელი იქნება ასევე მნიშვნელოვანი.
მინდა, ცენტრალურ ხელისუფლებას მადლობა გადავუხადო თანადგომისთვის, რადგან ამ მასშტაბის პროექტების განხორციელება მათი ფინანსური მხარდაჭერის გარეშე შეუძლებელია“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
Next: მისასალმებელია, რომ დღევანდელ ხელისუფლებას აღმოსავლეთსა და დასავლეთს, ევროპასა და აზიას შორის დამაკავშირებელი ფუნქცია არამხოლოდ სახელმწიფო პრიორიტეტად მიაჩნია – ამ მიზნისთვის იგი უამრავ ინფრასტრუქტურულ პროექტს ახორციელებს

ასევე დაგაინტერესებთ

აგენტურული ტელევიზიები კორუფციაში ბრალს სდებენ მათ, ვინც ყველაზე მეტად ებრძვის კორუფციას. ბედავენ შანტაჟსაც კი, თუ ისინი არ „დალაგდებიან“ მათთან. ყველას მოვუწოდებ, ნუ დაექვემდებარებიან ნურავის შანტაჟს