ლევან ალაფიშვილი – თუკი სასამართლოს არ აქვს საკმარისი ნდობა, მართლმსაჯულების საკონტროლებლად საზოგადოებას ერთადერთი ბერკეტი აქვს დარჩენილი – მისი მაქსიმალური ღიაობა

საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“, იურისტს, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ასოცირებულ პროფესორს ლევან ალაფიშვილს ესაუბრა.
– ბატონო ლევან, მოსამართლე გალუსტაშვილმა ბრალდებულებს, მათი ნების გაუთვალისწინებლად სახაზინო ადვოკატები დაუნიშნა. ამ თემაზე ბევრი ითქვა, ბრალდებულებისგანაც პროტესტები მოვისმინეთ.
ასეთი რამ, ქართულ მართლმსაჯულების ისტორიაშიც კი მგონი არ მომხდარა. თქვენ როგორ შეაფასებდით მომხდარს და სამართლებრივად ეს რას შეიძლება ნიშნავდეს?
– ქართულ კი არა, იმ ქვეყნებში, რომლებიც დემოკრატიულ ქვეყნებად ითვლებიან, ასეთი გადაწყვეტილებების მოძიება ძნელადაა შესაძლებელი.
ბრალდებულის დაცვის უფლება იძულებისგან ყველანაირად დაცლილია. თუკი პირი დაცვის უფლებით სარგებლობს, იქ ვინმეს, მითუმეტეს სახელმწიფოს ჩარევის უფლება არა აქვს.
სასამართლოს არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ ჰქონდა ბრალდებულებისთვის ე.წ. საზოგადოებრივი ადვოკატები დაენიშნა. საუბარია არა ერთი ბრალდებულისთვის სახაზინო ადვოკატის დანიშვნაზე, რომლის ადვოკატი საპატიო მიზეზით ერთხელ ვერ გამოცხადდა სასამართლოზე, რის შესახებაც, სასამართლო ინფორმირებული იყო, არამედ ყველა ბრალდებულისთვის დაენიშნა ადვოკატი. მომხდარი ნონსენსია. ასეა იმ შემთხვევაში, თუ თეორიულად დავუშვებთ რომ ერთი ბრალდებულთან დაკავშირებით ასე რამის გაკეთება შესაძლებელი იყო.
ბრალდებულის დაცვის უფლება იძულებისგან ყველანაირად დაცლილია. თუკი პირი დაცვის უფლებით სარგებლობს, იქ ვინმეს, მითუმეტეს სახელმწიფოს ჩარევის უფლება არა აქვს
დანარჩენ ბრალდებულებთან დაკავშირებით რა საფუძველი იყო იმისთვის, რომ მათი ნების გარეშე ადვოკატები დაენიშნათ? ეს კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ რაღაც სხვა ხდება. რა შეიძლება ხდებოდეს? ჩემთვის, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქისთვის სამწუხარო რამ ხდება, რაც ქვეყანაში დემოკრატიის ეროზიაზე მიანიშნებს.
სასამართლოს აქვს დავალება, ნებისმიერ ფასად არ დაუშვას თუნდაც ერთი დღით, ან საათით ეს ბრალდებულები იყვნენ გისოსებს მიღმა. ახლა ავხსნი რაშია საქმე. პირველი ინსტანციის სასამართლოს საქმის განხილვისთვის მაქსიმუმ 2 წელი აქვს ვადა.
ბრალდებულის პატიმრობის ვადა არ შეიძლება აღემატებოდეს 9 თვეს. ეს კი ნიშნავს იმას, რომ სასამართლოს განხილვის ვადა შეიძლება გაგრძელდეს 9 თვე, მაგრამ, 9 თვის გასვლის შემდეგ ეს ბრალდებულები უნდა იყვნენ განთავისუფლებული და ისე გააგრძელონ სასამართლოებზე სიარული. მაგრამ, მათი გარეთ ყოფნა დიდი ალბათობით არ უნდა მხოლოდ მმართველ გუნდს.
იკვეთება მმართველი პოლიტიკური გუნდისა სასამართლოს ურთიერთდამოკიდებულება და კერძოდ ის, რომ სასამართლო არ არის არც თავისუფალი და არც დამოუკიდებელი. ამიტომაცაა, რომ სასამართლო უხეშ დარღვევებზე მიდის.
იკვეთება მმართველი პოლიტიკური გუნდისა სასამართლოს ურთიერთდამოკიდებულება და კერძოდ ის, რომ სასამართლო არ არის არც თავისუფალი და არც დამოუკიდებელი. ამიტომაცაა, რომ სასამართლო უხეშ დარღვევებზე მიდის
დარწმუნებული ვარ, ქალბატონ გალუსტაშვილს ეს ნასწავლიც აქვს და რომ ჰკითხოთ, სასამართლოს დარბაზს მიღმა ზუსტად გეტყვით თუ რას ნიშნავს ბრალდებულს ჰქონდეს დაცვის უფლება და რას ნიშნავს მათი ნების საწინააღმდეგოდ მათთვის სახაზინო ადვოკატის დანიშვნა.
– თქვენი არ იყოს, მეც დარწმუნებული ვარ, რომ იურისპრუდენციის ეს ანა ბანა ქალბატონმა გალუსტაშვილმა კარგად იცის, მაგრამ, რატომ აკეთებს იმას, რასაც აკეთებს?
– იგი ასრულებს დაკვეთას, მან მალე უნდა დაასრულოს ბრალდებულების საქმებზე განაჩენის გამოტანა. რის შემდეგაც, ბრალდებულებისთვის განსაზღრული 9 თვიანი ვადა იქნება დასრულებული.
მოსამართლე გალუსტიანმა განაჩენის გამოტანამდე არ უნდა დაუშვას ბრალდებულების გათავისუფლება
ეს საქმეები 10-11 თვე რომ გაგრძელდეს, ეს ბრალდებულები ციხის მიღმა, ანუ გარეთ და თავისუფლები უნდა იყვნენ. მოსამართლე გალუსტიანმა განაჩენის გამოტანამდე არ უნდა დაუშვას ბრალდებულების გათავისუფლება.
– სასამართლოებში ფოტო-ვიდეო გადაღების აკრძალვაზე მალე პარლამენტი გადაწყვეტილებას მიიღებს. დარწმუნებული ვარ, ევროპული და ამერიკული გამოცდილების ჩვენთან დანერგის წინააღმდეგი არავინ იქნებოდა, რომ არა ერთი გარემოება.
ახლა, როცა აქციებზე დაკავებულების პროცესი გადამწყვეტ ფაზაშია შესული, ეს ინიციატივა აღიქმება იმის მცდელობად, რომ საზოგადოებამ ხელისუფლებისთვის არასასურველი და არსასიამოვნო ინფორმაცია არ მიიღოს. გარდა ამისა, ასე ცხადი არ იყოს სასამართლოში დარღვეული შეჯიბრებითობის პროცესი.
თქვენ როგორ აღიქვით ხელისუფლების ეს ინიციატივა?
– როდესაც მმართველი გუნდის წარმომადგენლები უცხოურ გამოცდილებას ახლა იშველიებენ, აქ ერთი რამაა მნიშვნელოვანი. დიახ, სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა წესები არსებობს, მაგრამ, იქ სასამართლოც სხვანაირია. სასამართლოსადმი ნდობა მაღალია.
ჩვენთან არსებული წესი რისთვის იყო შემოღებული და რატომ იწონებდა მას დღევანდელი მმართველი გუნდი? სხვათა შორის, წინა ხელისუფლების მიერ სასამართლოებში ჩაწერების და გადაღების აკრძალვა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ დაგმო და მათვე გახსნეს სასამართლოები ფოტო და ვიდეო გადაღებისთვის. აბა გაიხსენეთ ეს პროცესი როგორ მიმდინარეობდა. მე მახსოვს ქალბატონი , და სხვებიც რას ამბობდნენ. დღეს იგი ახლა საკონსტიტუციო სასამართლოს წევრია.
„ქართული ოცნება“ სასამართლო დარბაზების გახსნას სამართლიან და მნიშვნელოვან გადაწყვეტილებად მიიჩნევდა. საინტერესოა ისინი ამ საკითხში როდის იყვნენ სამართლიანები – როცა წინა ხელისუფლებას სასამართლოების დახურვის გამო აკრიტიკებდნენ, სასამართლოები თავად გახსნეს და ამით სწორადაც ამაყობდნენ? დღეს არიან მართლები თუ მაშინ იყვნენ მართლები?
ჩვენს საკონსტიტუციო სასამართლოს აქვს დადგენილი – თუკი მტკიცებულება ნაკლებად სანდოა, ან არაა სანდო, ბრალდებულს ადმინისტრაციულ საქმეზე გამამტყუვნებელი განაჩენი არ შეიძლება დაეკისროს
თუკი სასამართლოს არ აქვს საკმარისი ნდობა, მართლმსაჯულების საკონტროლებლად საზოგადოებას ერთად ერთი ბერკეტი აქვს დარჩენილი, მისი მაქსიმალური ღიაობა.
საზღვარგარეთ მხოლოდ ერთეული გახმაურებული საქმეები შეიძლება მოხვდეს საზოგადოების ყურადღების ცენტრში. მაგრამ, იქაც ჟურნალისტებს უშვებენ სასამართლოში.
ზოგჯერ ჟურნალისტებისთვის კადრების მიწოდების ფუნქცია სასამართლოზეა დაკისრებული. ანუ, სასამართლო პრესისთვის ჩაკეტილი ნამდვილად არაა. სასამართლოს დარბაზების ღიაობით ჩვენ წინ ვიყავით, მაგრამ, ახლა რას ვაკეთებთ? ვაუარესებთ?
– სასამართლოებში შეჯიბრობითობის პრინციპის დარღვევა ვახსენე და არ შეიძლება არ გკითხოთ.
ვხედავთ, რომ ახლა სასამართლოებში შეჯიბრობითობის პრინციპი აღარ არსებობს. სასამართლოზე მოწმედ მოყვანილი პოლიციელები, რომლებიც ბრალდებულების წინააღმდეგ აძლევდნენ ჩვენებებს, თან ისე, რომ ბრალდებულებსაც კი ვერ ცნობდნენ, გადაწყვეტილებები ბრალდებულების წინააღმდეგ იღებოდა და იღება ახლაც.
ფაქტია, რომ სასამართლო პროცესი გაუგებარ პროცესს ემსგავსება, რომლის მიზანი ჭეშმარიტების დადგენა სულაც არაა…
– სხვათა შორის, ეს საკითხი სამართლებრივი თვალსაზრით საკმაოდ საინტერესო საკითხია. საკონსტიტუციო სასამართლოს აქვს მიღებული გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც – თუკი ადგილზე ქმედების ფიქსაცია არის შესაძლებელი, სამეთვალყურეო კამერით, ან თუნდაც ტელეფონით და ეს არ ხდება, სასამართლომ არ უნდა მიიღოს მხოლოდ პოლიციელის ჩვენება მტკიცებულებად. მხოლოდ პოლიციელის ჩვენება ნაკლებ სანდოა.
„ქართული ოცნება“ სასამართლო დარბაზების გახსნას სამართლიან და მნიშვნელოვან გადაწყვეტილებად მიიჩნევდა. საინტერესოა ისინი ამ საკითხში როდის იყვნენ სამართლიანები – როცა წინა ხელისუფლებას სასამართლოების დახურვის გამო აკრიტიკებდნენ, სასამართლოები თავად გახსნეს და ამით სწორადაც ამაყობდნენ? დღეს არიან მართლები თუ მაშინ იყვნენ მართლები?
ჩვენ ხშირად გვესმის – ვიდეოკამერები გამორთული იყო, სამხრე კამერები გამორთული იყო. შესაძლოა, მაგრამ მათ მობილური ტელეფონებიც არ აქვთ? როცა მეტროსადგურებთან დგანან და განურჩევლად ყველას იღებენ, მაშინ ხომ აქვთ მობილური ტელეფონები?
ჩვენს საკონსტიტუციო სასამართლოს აქვს დადგენილი – თუკი მტკიცებულება ნაკლებად სანდოა, ან არაა სანდო, ბრალდებულს ადმინისტრაციულ საქმეზე გამამტყუვნებელი განაჩენი არ შეიძლება დაეკისროს.
– ანუ, ეს საქმეები საკონსტიტუციო სასამრთლოში რომ მოხვდეს, საკონსტიტუციო სასამართლოს გაახსენდება მის მიერ დადგენილი ნორმები?
– საკონსტიტუციო სასამართლო იხილავს მთავრობის გადაწყვეტილებების კონსტიტუციასთან შესაბამისობის საკითხებს. ის არ იხილავს კონკრეტული ადამიანებთან დაკავშირებით სასამართლოების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს.
თუმცა, ამ ადამიანებთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებები, შესაძლოა, გახდეს სტრასბურგის სასამართლოს მსჯელობის საგანი. იქ უკვე სტრასბურგის სასამართლო არა მხოლოდ საკონსტიტუციო სასამართლოს, არამედ თავისივე სტანდარტებს გამოიყენებს.
– ჩვენთან კარგა ხანია დამკვიდრებულია საგამოძიებო ჟურნალისტიკა. ახლა ირკვევა, რომ საგამოძიებო ჟურნალისტიკის ფარგლებში ჟურნალისტმა კითხვები რომ დასვას, მტკიცების ტვირთი ჟურნალისტზე იქნება და არა პროკურატურაზე. პროკურატურის ნაცვლად ჩაიდინა თუ არა ვინმემ დანაშაული, ჟურნალისტმა უნდა ამტკიცოს.
მმართველი გუნდი სიამოვნებით საუბრობს არასამთავრობო ორგანიზაციების გამჭირვალეობაზე. მაგრამ, გაურბის იმაზე მსჯელობას მილიონიანი აგარაკების მშენებლების დეკლარაციებში ნაჩვენები შემოსავლები არანაირად რომ არ ემთხვევა მშენებლების შემოსავლებს.
ასეთ ფაქტებზე არც პროკურატურას ჰქონია რეაქცია და არც მმართველ გუნდს. ახლა საუბრობენ იმაზე, რომ ჟურნალისტები, შესაძლო კორუფციის ფაქტების გასაჯაროების გამო დაისაჯონ და მათ ცილისმწამებლობა დაბრალდეთ.
რას შეიძლება ნიშნავდეს მმართველი გუნდის მხრიდან საგამოძიებო ჟურნალისტიკაზე ასეთი შეტევა?
– მე ამას უფრო ფარო სახელს მედიასა და არასამთავრობო სექტორზე იერიშის მიტანას დავარქმევდი. საუბარია იმ სექტორზე რომელზეც იდგა სამოქალაქო სექტორი და მედია და ქვეყანაში დემოკრატიის განვითარება. ხელისუფლების მაკონტროლებელი მექანიზმები სწორედ მათ აქვთ.
პარლამენტში რეალური განხილვები დიდი ხანი აღარ არის, მაგრამ ამ თემაზე მათ გუშინვე მოუხდათ გარკვეული საკითხების დაკორექტირება და ვნახოთ, საბოლოოდ რა გადაწყვეტილებას მიიღებენ. ინიციატორმა ტექნიკურ შეცდომად შეაფასა ძალიან მნიშვნელოვანი რამ, ასეთ სიურპრიზებს ჩვენ კიდევ ბევრს ვნახავთ.
ამ კანონში ცვლილებები გახდება საკონსტიტუციო სასამართლოს მსჯელობის საგანი.
– ბოლო დღეებია თვალს ვადევნებთ ოპოზიციური პოლიტიკური ლიდერების დაკავებებს. აშკარაა, რომ ეს პროცესი გაგრძელდება.
ზოგი ამბობს, რომ ქვეყანაში ბელორუსიზაციის პროცესია დაწყებული, ზოგი ამ პროცესს ჩეჩნეთიზაციას ადარებს. სამართლებივად და პოლიტიკურად რომ აშკარად სხვა განზომილებაში ვართ, ეს ცხადადაც კი ჩანს.
თქვენ როგორ შეაფასებდით იმას, რაც ახლა საშინაო პოლიტიკაში ხდება?
– საბჭოთა კავშირის, სა და ბელორუსის საქართველოში აღდგენა და კოპირება არ გამოვა. რუსეთსა და ბელორუსს საკმაოდ დიდი რესურსები აქვთ, მაგრამ დემოკრატიულ საზოგადოებაში ცხოვრების კულტურა ისეთი, როგორიც საქართველოშია, ამ ქვეყნებში არ ყოფილა. ამ ორი გარემოების პირობებში, რაც არ უნდა ეცადოს მმართველი გუნდი, საქართველოში ავტორიტარული მმართველობის დამყარება არ გამოვა. ეს მათ, თავადაც კარგად იციან.
რასაც ახლა საშინაო პოლიტიკაში ვადევნებთ თვალს, ეს არის პოლიტიკური პროცესის ლიდერების გარეშე დატოვებისა და ს წინ მათი დისკრეტიზაციის მცდელობა.
რასაც ახლა საშინაო პოლიტიკაში ვადევნებთ თვალს, ეს არის პოლიტიკური პროცესის ლიდერების გარეშე დატოვებისა და არჩევნების წინ მათი დისკრეტიზაციის მცდელობა
პარტია მოქალაქეებისთვის მათი აქტიურობის ინსტრუმენტია. ოპოზიციის იმ მხარდამჭერებს, რომლებიც პარტიების მიღმა არსებობენ, იმათ რას უზამენ? როცა პოლიტიკურად აქტიურ მასას ლიდერები აღარ ეყოლება, მათი კონტროლი ხომ კიდევ უფრო რთული იქნება.? ამაზე საერთოდ, ვინმე ფიქრობს? სხვადასხვა პოლიტიკური გემოვნების ხალხის პარტიების გარეშე აქტიურობა საფრთხის მატარებელია.
ხელისუფლება შეეცდება საქართველოში დემოკრატიასთან ბრძოლაში მცირე უპირატესობის მოპოვებას, მაგრამ, გრძელვადიან პერსპექტივაში საქართველოში ახალგაზრდებისა და დემოკრატიის დამარცხება შეუძლებელია
პუტინის რეჟიმის კარიკატურა, რისი მცდელობაც ჯერჯერობით საქართველოშია, ჯერჯერობით არ გამოვა და შეუძლებელია. რუსეთში ეს პროცესი პუტინის ძალოვნებს უჭირავთ. აქ გაუგებარია მთელი ქართული ახალგაზრდობა ძალოვნებმა როგორ უნდა მართონ? ეს თაობა დემოკრატიაშია დაბადებული და გაზრდილი და ამას არ შეეგუება. პოლიციელებს ეს ახალგაზრდები სახლში ჰყავთ. პოლიციელმა საკუთარ სახლში თავისი შვილი დუნდა ააპატომროს? ეს ხომ შეუძლებელია.
ხელისუფლება შეეცდება საქართველოში დემოკრატიასთან ბრძოლაში მცირე უპირატესობის მოპოვებას, მაგრამ, გრძელვადიან პერსპექტივაში საქართველოში ახალგაზრდებისა და დემოკრატიის დამარცხება შეუძლებელია.
„ინტერპრესნიუსი“
კობა ბენდელიანი

ასევე დაგაინტერესებთ

რობინ დანიგანი – „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობამ გამომიგზავნა ტრამპის ადმინისტრაციისთვის პირადი წერილი, რომელიც იყო მუქარის შემცველი, შეურაცხმყოფელი, არასერიოზული და უკიდურესად ცუდად იყო მიღებული ვაშინგტონში

მიხეილ სააკაშვილი – საზოგადოების აქტიურმა ნაწილმა უნდა აიღოს ხელში ინიციატივა და შეწყვიტოს ერთი და იგივე წრეზე სიარული – ლიდერების დეფიციტის პირობებში, თვითორგანიზებაა ერთადერთი სწორი გამოსავალი