ახალი მაგისტრალის მშენებლობა რუსეთის საზღვართან | მშენებელი კომპანიის შერჩევის ვადა გაგრძელდა

საქართველოს მთავრობა ს საზღვართან ახალი მაგისტრალის მშენებლობას გეგმავს – ამისთვის ივნისში გზების დეპარტამენტმა 245.8 მილიონი ლარის ღირებულების ტენდერი გამოაცხადა.

ახალმა გზამ ურთულეს გეოგრაფიულ არეალში უნდა გაიაროს და მოძრაობის დრო მნიშვნელოვნად შეამციროს.
ახალი გზის სიგრძე 4.5 კილომეტრს შეადგენს, შესაბამისად ერთი კილომეტრის აშენების სავარაუდო ღირებულება 55 მილიონი ლარია.
სახელმწიფოს ამ გზის მშენებლობა სულ 5-მა კომპანიამ შესთავაზა, ყველა მათგანი ჩინურ სახელმწიფო კომპანიას წარმოადგენს. მნიშვნელოვანია გარემოება, რომ წარდგენილი წინადადებებიდან ორის სავარაუდო ღირებულება გამოცხადებულ 245 მილიონ ლარზე მეტი იყო.
სახელმწიფო შესყიდვების ეროვნული სააგენტოს ვებგვერდიდან ირკვევა, რომ პრეტედენტებს მიმართეს წერილობით და სთხოვეს მათი ბიჯების ვადა შეინარჩუნონ 2024 წლის 15 მარტამდე, რადგანაც პირველადი პროექტით, ამ ბიჯების ვადა 15 იანვარს იწურება.
ახალი გზის მშენებლობის მსურველი კომპანიების შეთავაზებები ასეთია:
· Hunan Road & Bridge Construction Group Company Ltd. – 377,391,902 ლარი;
· Guizhou Highway Engineering Group Co.,Ltd. – 299,686,603 ლარი;
· China Communications Construction Company Limited – 235,012,894 ლარი;
· China Railway Tunnel Group Co., LTD. – 233,688,688 ლარი;
· China Railway 23rd Bureau Group – 224,919,507 ლარი.
არსებული მდგომარეობით გზის მშენებლობას ყველაზე იაფად სახელმწიფოს ჩინეთის რკინიგზის 23–ე ბიურო სთავაზობს.
“საპროექტო გზის მონაკვეთი მდებარეობს მცხეთა-მთიანეთის რეგიონის, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის ფარგლებში. გზა გადის პრაქტიკულად დაუსახლებელ ტერიტორიაზე. საპროექტო მონაკვეთის მთლიანი სიგრძე შეადგენს 4.5 კმ-ს. სტეფანწმინდა-გველეთის მონაკვეთი არის არშა-სტეფანწმინდის შემოვლითი გზის მონაკვეთის გაგრძელება. მიმართულების გარკვეული ნაწილი მდინარე თერგის კალაპოტის მარცხენა ნაპირზე, სანაპირო ზოლში გადის. საპროექტო მონაკვეთი გადის ძალიან რთულ რელიეფში, მდინარე თერგის ვიწრო ხეობაში, რომელიც ორივე მხრიდნ შემოსაზღრულია მთებით”, – ნათქვამია სატენდერო პირობებში.
წყარო: bm.ge