გერმანიის ბუნდესტაგის ქვედა პალატამ კანონპროექტი მიიღო, რომელიც იმ მიგრანტებისთვის ოჯახის გაერთიანების შეჩერებას ითვალისწინებს, რომლებიც ლტოლვილის სრული სტატუსის მიღების კრიტერიუმებს არ აკმაყოფილებენ

გერმანიის ბუნდესტაგის ქვედა პალატამ კანონპროექტი მიიღო, რომელიც იმ მიგრანტებისთვის ოჯახის გაერთიანების შეჩერებას ითვალისწინებს, რომლებიც ლტოლვილის სრული სტატუსის მიღების კრიტერიუმებს არ აკმაყოფილებენ.
444 კანონმდებელმა კანონპროექტს მხარი დაუჭირა, ხოლო 135-მა კი მის წინააღმდეგ მისცა ხმა. როგორც ცნობილია, ბუნდესტაგი აღნიშნულ კანონპროექტს ივლისში დაამტკიცებს.
როგორც Reuters წერს, ამჟამად გერმანიაში დაახლოებით 388 000 ლტოლვილია „დამატებითი დაცვის სტატუსით“- საერთაშორისო დაცვის ფორმა, რომელიც ენიჭებათ იმ ადამიანებს, რომლებიც არ აკმაყოფილებენ ლტოლვილის კრიტერიუმებს, მაგრამ კვლავ ემუქრებათ სერიოზული ზიანის რეალური რისკი სამშობლოში დაბრუნების შემთხვევაში.
გამოცემა წერს, რომ ამ სტატუსის მქონე პირთა უმრავლესობა სირიელია.

ასევე დაგაინტერესებთ

თამარ ჩერგოლეიშვილი: ბიძინა ივანიშვილი ახლა ისეთ მდგომარეობაშია, რომ უკან დახევის ფუფუნება არ აქვს. რეპრესიებით უჭირავს ეს ყველაფერი და რეპრესიები თუ აუშვა, მაშინ იწყება ზუსტად ავტოკრატებისთვის საშიში დრო, ჩამოინგრევიან